ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის ხელმომწერი წევრები, გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გამო და მოვუწოდებთ კანონმდებლებს, არ მიიღონ იგი და უზრუნველყონ უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. თებერვლის შუა რიცხვებშ…
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, დაზიანდა ,,ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი  (EHRHC)’’. ჩერნიგოვის რეგიონში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიჭრნენ და დაიღუპნენ ადამიანები, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ყველაფრის შემდეგ და მიმდინ…
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოე…
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყვონებლივ უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრი…
2022 წელი მიიწურა. ორი ემოცია - ბრაზი და უსამართლობის განცდა - მთელი წელი ჩვენთან იყო. თუმცა, წელს განსაკუთრებით ვირწმუნეთ ისიც, რომ ერთად ბევრი შეგვიძლია და სოლიდარობას დიდი ძალა აქვს. მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, გულშემატკივარს და მხარდამჭერს. გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თავისუფლებას და მშვიდობას. როგორც ყოველთვის, ჩვენი განსაკუთრებუ…
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტის და ფსიქოლოგის, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავების ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი. სამოქალაქო აქტივისტი და ფსიქოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანის“ თანამშრომელი  ზურაბ ქარჩავა 28 დეკემბერს დააკავეს. მას სურდა ბათუმში, ერას მოე…
22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა ს…
უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე ,,ადამიანის უფლებათა სახლმა“ წლევანდელ 9 დეკემბერს უკვე მეხუთედ აღნიშნა. ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა, ამერიკის ელჩის მრჩეველმა პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებ…
                               Update: პრემიის, ლექსო“ მხარდამჭერი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) გახდა. ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) იწყებს განაცხადების მიღებას ყოველწლიური კ…
“ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ღონისძიებაში - „ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“ - მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის 2018 წელს დაფუძნდა ადამიანის უფლებათა სახლის მიერ და მისი მიზანია ადამიანის …
5 / 162345678
Scroll to Top