თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და წევრი ორგანიზაციების განცხადება“ქართული ოცნების” გენერალური პროკურატურის მიერ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშების დაყადაღების და დაწყებული გამოძიების შესახებ
ვეხმაურებით “ქართული ოცნების” გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაყადაღდა რამდენიმე ორგანიზაციისა თუ ფონდის, მათ შორის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშები.
საქალაქო სასამართლოს განჩინება აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ჩაგვბარდა. ჩვენი შეფასებით, როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ეს არის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელო…
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდების ერთობლივი განცხადება
იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს, ზრდის ჯარიმებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ფონდები ვაგრძელებთ დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერას.
თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში.
ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს გასაჩივრების პროცესში. (უფასო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომრები: +995577070563; 032 2 052644; +995599996953; 032 2 420737)
ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზი…
მწამებლები ჯილდოვდებიან და მათ ხელისუფლება ახალისებს
ინტერვიუ ლელა ცისკარიშვილთან
ავტორი: Human Rights House Foundation
ქართველი უფლებადამცველი და ფსიქოლოგი, ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მშვიდობიანი პროტესტი უპრეცედენტო სახელმწიფო ძალადობასა და სისასტიკეს აწყდება. ადამიანის უფლებათა სახლის ფონდთან ინტერვიუში ლელა ცისკარიშვილი აღწერს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს, მიმოიხილავს საკუთარ გამოცდილებას წამების გადარჩენილთა რეაბილიტაციის შემთხვევებში და საუბრობს იმ ადამიანების გამძლეობაზე, ვისაც ეხმარება.
ლელა ცისკარიშვილმა თავისი კარიერა წამებისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლთა რეაბილიტაციას მიუძ…