ადამიანის უფლებათა სახლი ეძებს ადამიანის უფლებებით და უფლებადაცვით ორგანიზაციაში საქმიანობით დაინტერესებულ დამწყებ პროფესიონალებს 

პროფესიული პრაქტიკის პერიოდის (6 თვე) დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია დაინტერესებულია და განიხილავს შემდგომი და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობას. 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უფლებადაცვით ორგანიზაციაში მუშაობის მოტივაცია;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა 
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარები;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და კომუნიკაციის უნარები;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში;

ჩვენთვის მთავარია უფლებადაცვითი საქმიანობის სურვილი და მოტივაცია, რის გამოც არ გვაქვს ვაკანსიებისთვის წინასწარ განსაზღვრული პროფესიული ჩარჩო. თუმცა, ორგანიზაციისთვის საინტერესოა შემდეგი პროფესიული პროფილი, გამოცდილება ან უნარ-ჩვევები:  

  • სოციალური მუშაკი (ზრუნვის/სოციალური სერვისების მიწოდების სფეროში გამოცდილებით; აზერბაიჯანული ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომუნიკაციების სპეციალისტი (გამოცდილება  ციფრული კომუნიკაციების, კონტენტ მენეჯმენტის, ქოფირაითინგის ან/და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით);
  • პროფესიული გამოცდილება ან განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით.  

სამუშაოს დატვირთვა: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათამდე)

ყოველთვიური ანაზღაურება: 600 ევრო (დარიცხული ხელფასი) 

დასაქმების პერიოდში დასაქმებული ისარგებლებს ჯანმრთელობის დაზღვევით, და ორგანიზაციის დასაქმებულებისთვის განსაზღვრული სხვა შესაძლებლობებით.  

პრაქტიკის მოსალოდნელი პერიოდი: აპრილი – სექტემბერი (6 თვე).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ:

  • მაქსიმუმ 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ქართულად, რომელიც აღწერს, რატომ გსურთ ადამიანის უფლებათა სახლში მუშაობა, როგორი ტიპის უნარ-ჩვევებს ფლობთ და რა მიმართულებით იქნებოდა თქვენთვის საინტერესო უფლებადაცვით ორგანიზაციაში პროფესიული განვითარება.   
  • თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].  სათაურის ველში მიუთითეთ: „ვაკანსია – პროფესიული პრაქტიკა“ 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 12 მარტი, 23:59 საათი.      

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს.  

ორგანიზაციის შესახებ

თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას (“ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “უფლებები საქართველო”, “მედიის ინსტიტუტი”, “საფარი” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”). თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.