ტენდერი ღობისა და ლითონის კარის ჩანაცვლება/მონტაჟის მომსახურებაზე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს ტენდერს,  მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავარიული ღობის და ლითონის კარის დემონტაჟისა და ახლით ჩანაცვლების მომსახურების შესყიდვაზე უკვე დამტკიცებული პროექტის მიხედვით.

მომსახურების აღწერა:

გამარჯვებულმა კანდიდატმა უნდა მოახდინოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კუთვნილ მიწაზე(საკადასტრო კოდი: 01.10.13.009.017)  არსებული ავარიული ღობის და მასიური რკინის კარის დემონტაჟი. დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო ნარჩენების გატანა; ღობის და კარის ახლით ჩანაცვლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით.  ამასთან, რკინის კარი უნდა იყოს აღჭურვილი საკეტით და „შვეიცარით“.   გამარჯვებულმა კომპანიამ, ასევე, შიდა ეზოში უნდა მოაწყოს ღობის პარალელურად ბორდიური.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფოტომონტაჟი, რომელშიც საორიენტაციოდ აღწერილია ღობის და კარის ზომები და ვიზუალური მხარე.

განაცხადს ასევე თან ერთვის გამოსაყენებელი მასალის აღწერა და მოცულობები, რომელიც სავალდებულოა და წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნას.

გაითვალისწინეთ, რომ:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის უპირატესობა მიენიჭებათ მათ ვინც საგარანტიო მომსახურების პირობებში ექნებათ დაზიანების (ან/და) ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალური დრო და შემოგვთავაზებს საუკეთესო საგარანტიო პერიოდს და პირობებს;
  • შესრულებლ სამუშაოსა და გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებზე უნდა გავრცელდეს გარანტია და გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში შეცვლა/შეკეთება უნდა მოხდეს შემსრულებლის ხარჯით;
  • განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა;
  • წარმოდგენილი შემოთავაზების ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

გამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად გაიწერება ყველა პირობა.

დაინტერესების შემთხვევაში განმცხადებელმა, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი არაუგვიანეს 23 ივნისისა ელექტრონული ფოსტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის არის თუ არა დღგ-ს გადამხდელი (იხილეთ დანართი 1);
  • სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მომსახურების პირობების, ვადების და ფასების შესახებ, ასევე გამოსაყენებელი მასალის აღწერას. ფასი მოცემული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით (იხილეთ დანართი 2).
  • სასურველია განმცხადებელმა წარმოადგინოს რეკომენდაცია ან/და უკვე განხორციელებული პროექტების ფოტო/ვიდეო მასალა

გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ  მისამართზე: info@hrht.ge. ელექტრონული ველის გრაფაში უნდა მიუთითოთ – „სატენდერო განაცხადი“.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ორგანიზაცია შეარჩევს წინადადებას, მისი ღირებულების, ვადების, მასალის ხარისხის/მდგომარეობის და გარანტიის გათვალისწინებით.

შეკითხვები პროცედურულ თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (info@hrht.ge) ან დარეკოთ ნომერზე +995 558 300 333.

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

დანართი 5

დანართი 6

Facebook Comments