17 ნოემბერს, თბილისში, ადამიანის უფლებათა სახლის ყოველწლიური ღონისძიება,,ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“ გაიმართა.
ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ რეგიონებში მომუშავე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ინიციატივები და ინდივიდუალური აქტივისტები.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საქართველოს რეგიონებში უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ თემატური ანგარიშის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია.
შეხვედრას უფლებადამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის 2018 წელს დაფუძნდა ადამიანის უფლებათა სახლის მიერ და მისი მიზანია ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის საკონტაქტო ქსელის გაზრდა, რეგიონებში უფლებადაცვითი აქტივიზმის გაძლიერება და ხელშეწყობა.
წლევანდელი ფორუმი „თბილისი პრაიდთან“ პარტნიორობით და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.