2019 წლის 2 ოქტომბერს თამარ მეარაყიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და დონორების – “Human Rights House Foundation”-ის და “Urgent Action Fund” ის ფინანსური მხარდაჭერით თამარ მეარაყიშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი იცავს.
სასამართლო სხდომა ახალგორელი ჟურნალისტის და აქტივისტის ხელახლა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 4 საათს გაგრძელდა.
ე.წ. პრაკურატურამ 4 მოწმე წარმოადგინა, ამ მოწმეების განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის საქმესთან დაკავშირებით მათ დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი ისეთ დოკუმენტებზე მოაწერინეს, რომლის შინაარსიც თავად არ ესმოდათ, რადგან რუსულად არ საუბრობენ.
საქმეზე ვერც სხვა ობიექტური მტკიცებულებების წარმოდგენა შეძლო ბრალდების მხარემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლო თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს.