მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტები, როგორც უფლებადამცველები, ხშირად იდევნებიან და ხდებიან ძალადობის, მუქარისა თუ შევიწროების მსხვერპლნი. ლექსოს პრემიის დაწესებით ,,ადამიანის უფლებათა სახლს“ სურდა გამოხმაურებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით, 2021 წლის 5 ივლისს, მედიის თავისუფალი და უფლებადაცვითი საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას და ძალადობას. პრემია მხარს უჭერს თავისუფალი მედია გარემოს არსებობას  და განვითარებას საქართველოში. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ პრემია 2021 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს, ორ ნომინაციაში გასცა.

 

უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე ,,ადამიანის უფლებათა სახლმა“ წელს უკვე მეოთხედ, ამჯერად ჰიბრიდულ რეჟიმში აღნიშნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილემ მარკო სოლდიკმა, ,,ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ უფროსმა ოფიცერმა, ქეთევან აბაშიძემ და ,,თბილ…
ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. მედია პროფესიონალები,  როგორც უფლებადამცველები მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ხშირად ადამიანის უფლებებს იცავენ.  ისინი უფლებადამცველები ხდებიან, როდესაც შექმნილი მედ…
Scroll to Top