2023 წელი დიდ ბრაზთან და უსამართლობის განცდასთან ერთად, რომელიც წლის დასაწყისიდან თან გვდევდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებების წელიც იყო.
ერთად შევეწინააღმდეგეთ ,,რუსულ კანონს“ და განსაკუთრებით ვირწმუნეთ სოლიდარობის, თანადგომის ძალა. წელს კიდევ უფრო დავუახლოვდით ქვეყნის უალტერნატივო, დასავლურ მომავალს და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!

ამ ყველა მიღწევის ფონზე უმნიშვნელოვანესი იყო უფლებადამცველების წვლილი. მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, გულშემატკივარს და მხარდამჭერს.

გადახედეთ ადამიანის უფლებაღა სახლის 2023 წლის აქტივობებს