COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

Lot 5: შესაძლებლობების განვითარების გრანტები

  1. კონტექსტი და მიზანი

“COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ახორციელებს ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტების და დამოუკიდებელ მედიას.

  1. სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები

მიმდინარე კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიით, არ გააჩნიათ საჭირო რესურსები თავიანთი მუშაობის ეფექტურად გასაგრძელებლად და ამავდროულად აქვთ შესაძლებლობა გრანტის შედეგად განვითარდნენ და გახდნენ უფრო მდგრადები.

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • სამოქალაქო ინიციატივებს ან მოძრაობებს;
  • სოციალური საწარმოებს / მცირე ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ აშკარა სოციალური დღის წესრიგი და რომლებიც მიუთითებენ განაცხადში ინფორმაციას მათი სოციალური აქტივობების შესახებ (მაგალითად, მცირე ბიზნესები, რომლებიც ოჯახში ძალადობას მსხვერპლებს ასაქმებენ)

განაცხადები პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა12 მაისითბილისის დროით 18:00 სთ

  1. დასაშვებობისა და შერჩევის კრიტერიუმები

LOT 5 შესაძლებლობების განვითარების გრანტები

გრანტით მხარდაჭერას მიიღებენ ის ორგანიზაციები / საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ჯგუფების დასახმარებლად, როგორიცაა LGBTQ+ პირთა უფლებები, ქალთა უფლებები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.

ამ გრანტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სტრატეგიული განვითარების ან / და  შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.  გრანტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწვდის მათზე მორგებულ მხარდაჭერას, კონკრეტულად მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

რა შესაძლებლობები დაფინანსდება? / გრანტის კონკრეტული მიზნები:

 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარება, მათ შორის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება, ორგანიზაციაზე მორგებული, მიზნობრივი ტრენინგების თუ კონსულტაციის საშუალებით.

  1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, ორგანიზაციაზე მორგებული, მიზნობრივი ტრენინგების თუ კონსულტაციების საშუალებით.

გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი სფეროები/მიმართულებები:

  • სტრატეგიული განვითარება
  • პროექტების მართვა
  • ფონდების მოძიება
  • ფინანსების მართვა
  • ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება

სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, განმცხადებლებს შეუძლიათ მოითხოვონ მხარდაჭერა ორივე ზემოთ დასახელებული მიზნისთვის (მიზანი 1 და  მიზანი 2).

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ წინასწარ განსაზღვრული აქტივობების გეგმა, აგრეთვე გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გეგმავს ორგანიზაცია მოთხოვნილი მხარდაჭერის გამოყენებას.
  • გრანტის მოპოვების შემთხვევაში განმცხადებლებმა დამოუკიდებლად უნდა დაგეგმონ და დააორგანიზონ შესაბამისი კონსულტაციები ან ტრენინგები თუმცა, მათ მიერ შერჩეული კონსულტაციები / სერვისები უნდა შესაბამისობაში იყო HRHT-ის მიერ განსაზღვრულ მითითებებთან და საჭიროებს HRHT-ის დასტურს.
  • დღგ-ს ხარჯები არ იფარება გრანტით, გრანტის მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დღგ-ს დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. HRHT დაგეგმავს ფინანსურ ტრენინგს გრანტის მიმღებებთან. თუ გრანტის მიმღები ვერ დაფარავს დღგ-ს ხარჯებს და/ან არ არის უფლებამოსილი დაიბრუნოს დღგ-ს თანხა შემოსავლების სამსახურში, HRHT- ს შეუძლია, წინასწარ შეთანხმებით, გაითვალისწინოს მსგავსი ხარჯების პირდაპირი დაფარვა (მაგ. სასტუმროს მომსახურება, ტექნიკის ყიდვა და ა.შ)

 დასაშვებობის კრიტერიუმები:

  • განმცხადებლის ამჟამინდელი დებულება და მისია ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, სოციალური საკითხების მოგვარებას ან პანდემიით დაზარალებული დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას
  • განმცხადებელს ჰყავს მინიმუმ 3 თანამშრომელი.
  • განმცხადებელი ჩართულია სამოქალაქო საზოგადოებრივ აქტივობებში მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა თითოეული მიზნისთვის: 5000 ევრო.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა:

განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა მეილზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითონ ”LOT 5 – შესაძლებლობების განვითარების გრანტები“

სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თანდართული ფაილიდან.

თუ ვერ გზავნით სააპლიკაციო ფორმას ელ.ფოსტითან გაქვთ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ.

აკონტაქტო ინფორმაცია:

[email protected]

ტელეფონის ნომერი: +995 599 68 71 11