“ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ღონისძიებაში – ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის – მონაწილეობის მისაღებად.

ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის 2018 წელს დაფუძნდა ადამიანის უფლებათა სახლის მიერ და მისი მიზანია ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის საკონტაქტო ქსელის გაზრდა, რეგიონებში უფლებადაცვითი აქტივიზმის გაძლიერება და ხელშეწყობა.

ღონისძიების ფორმატის მიხედვით, ფორუმისთვის წინასწარ შეირჩევიან მონაწილე ორგანიზაციები და ინიციატივები, რომლებიც მათთვის ინდივიდუალურად მოწყობილ სტენდთან იქნებიან წარმოდგენილნი, თავიანთი საკომუნიკაციო თუ საინფორმაციო მასალით, ფოტოებით, ბანერებით.

ფორუმი ადგილია, სადაც უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ინიციატივები და აქტივისტები ამყარებენ ახალ კონტაქტებს სამომავლო და ერთობლივი თანამშრომლობისთვის, უზიარებენ ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ უფრო ფართო საზოგადოებას და სხვ. 

წელს პირველად,2022 წლის ფორუმი ქუთაისში ჩატარდება და წარმოდგენილნი იქნებიან დასავლეთ საქართველოში მომუშავე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ინიციატივები. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება პანელური დისკუსია და შეხვედრაზე დასწრება ღია იქნება როგორც უფლებადამცველებისთვის და აქტივისტებისთვის, მათ შორის ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ფორუმზე საკუთარი ორგანიზაციის/ინიციატივის შესახებ საინფორმაციო სტენდით წარმოდგენისთვის კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  საქართველოში რეგისტრირებულ უფლებადაცვით ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს შემდეგი რეგიონებიდან:

  • იმერეთი,
  • გურია,
  • აჭარა,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო -სვანეთი

პროცედურა მონაწილეობის მისაღებად:

მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ეს ფორმა არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა.

შერჩეულ ორგანიზაციებთან დაკავშირება მოხდება 17 ოქტომბრის ჩათვლით.

მონაწილეებისთვის ფორუმზე უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მაგიდა  სპეციალური სტენდების სახით საინფორმაციო დოკუმენტების, ბანერების და ვიზუალური მასალის წარმოსადგენად.

ადგილი: ქუთაისი  (ლოკაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი)

თარიღი: 20 ოქტომბერი

ფორუმის დღის წესრიგი და ინფორმაცია მონაწილე ორგანიზაციების შესახებ