წინამდებარე თემატური კვლევის ჩატარების მთავარი მიზანი იყო თბილისს გარეთ, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მომუშავე უფლებადამცველების საქმიანობის შესწავლა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების გამოვლენა. თემატური ანგარიშის მიგნებები გამოკვეთს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ზოგად ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა სამომავლო საქმიანობა თუ აქტივობები სწორად დაგეგმონ.

წინამდებარე ანგარიში შეიქმნა პროექტის – „საქართველოს რეგიონებში მომუშავე უფლებადამცველების გაძლიერება, მათი მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირების, აქტიური ჩართულობისა და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ პარტნიორობით და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ეყრდნობა მკვლევრის მიერ ჩატარებული ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების თუ სამაგიდო კვლევაზე დაყრდნობით შეჯამებულ ინფორმაციას. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“, „თბილისი პრაიდის“ ან დონორის მოსაზრებებსა და პოზიციას.

გაეცანით კვლევას