28 ივნისს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით , უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ ბარიერებზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრას IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი და ამავე ორგანიზაციის იურისტი, გიორგი დავითური უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.  

დისკუსიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა პრობლემის სისტემურობა. სპიკერებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გართულებულია წვდომა საჯარო ინფორმაციაზე. განსაკუთრებულად თვალშისაცემია შეზღუდვა მედიის შემთხვევაში.

შეხვედრა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შეხვედრების ახალი ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანსაც უფლებადამცველებისა და აქტივისტების მათთვის საინტერესო

პირველ შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა სახლმა Civil Rights Defenders საქართველოს წარმომადგენლობასთან და Center for participation and Development (CPD)-სთან ერთად, უფლებადამცველებს მათთვის შეთავაზებული სერვისები და შესაძლებლობები გაუზიარა.

შეხვედრების ციკლი გრძელდება და მონაწილეობის მიღება, ყველა დაინტერესებულ უფლებადამცველს, აქტივისტს და ჟურნალისტს შეეძლება.