თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი იწვევს უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული საქართველოში მყოფ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობაში მონაწილეობის მისაღებად.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადაუდებელი მხარდაჭერა უკრაინის ომის საპასუხოდ (ESU) არის რეგიონალური პროექტი, რომელსაც ახორციელებს ERIM (Equal Rights & Independent Media) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების გაძლიერებას. პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შესაძლებლობის მიზანია გაზარდოს უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების შესაძლებლობები. შესაძლებლობის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ მიიღონ პროფესიული სტიპენდია საქართველოში, რაც მათ პროფესიული განვითარებისა და მედეგობის საშუალებას მისცემს. აქტივობის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს შესაძლებლობაში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წვლილი შეიტანონ ომის შედეგად დაზარალებული საკუთარი თემის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.