პრემია ,,ლექსოს“ 2023 წლის გამარჯვებულები 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის დღეს გამოვლინდნენ. ღონისძიებას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა უმასპინძლა.
წლევანდელი პრემიის გამარჯვებულები ,,სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თემო ინასარიძე (კატეგორია: საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია), ,,პუბლიკას“ ფოტორეპორტიორები ნათია ლევერაშვილი და ალექსანდრე ქეშელაშვილი (კატეგორია: საუკეთესო უფლებადაცვითი ფოტოამბავი), და ფილმ ,,სხვა სახლის“ ავტორები ხატია ღოღობერიძე და დათო ქორიძე გახდნენ (კატეგორია: საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო).
ღონისძიების მთავარი სპიკერი გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ, მერი ლოულორი იყო. ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართა ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, H. E. ბერგლიოტ ჰოვლანდმა.
პრემიის წლევანდლი გამარჯვებულები გასული წლების პრემიის მფლობელემბმა და ჟიურის წევრმა დააჯილდოვეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიის ,,ლექსო“ მხარდამჭერია ორგანიზაცია Human Rights House Foundation და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული IWPR-ის პროექტი სახელწოდებით „გააძლიერე, გადაამოწმე, ჩაერთე – მედია და სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისა და კარგი მმართველობისთვის ევრაზიაში.“