ჩვენ, 39 უფლებადაცვითი ორგანიზაცია 13 ადამიანის უფლებათა სახლიდან, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ფოტო ჟურნალისტის, ვიდეო ბლოგერისა და უფლებადამცველის მეჰმან ჰუსეინოვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. შეშფოთებული ვართ  მეჰმან ჰუსეინოვის კრიტიკული მდგომარეობის, პატიმრობის, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის ბრალდებების გამო. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დროს პრიორიტეტი მიანიჭონ ამ საქმეს და საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადონ მეჰმან ჰუსეინოვს.

მეჰმან ჰუსეინოვმა 2018 წლის 26 დეკემბერს დაიწყო შიმშილობა, რითაც აპროტესტებს მის წინააღმდეგ წარდგენილ ახალ სისხლის სამართლის ბრალდებებს, რომელსაც ჩვენ და ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დაუსაბუთებლად მივიჩნევთ. 2012 წლის შემდეგ, მეჰმან ჰუსეინოვს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება; პირადობის და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გარეშე მას არ ჰქონდა წვდომა ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ის თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მაგრამ მის მიმართ რეპრესიული ქმედებები განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 9 იანვარს მისი გატაცებისა და პოლიციის განყოფილებაში  წამების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გატაცების შემდეგ, მეჰმან ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ ის აწამეს, რაც შეესაბამება ინფორმაციას, რომელიც Front Line Defenders და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ექიმების დამოუკიდებელმა ჯგუფმა მისი მდგომარეობის შესწავლით მიიღო. 2017 წლის 3 მარტს,  წამების შესახებ განცხადების გამო მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ცილისწამების ბრალდებით. ვწუხვართ, რომ მეჰმან ჰუსეინოვს პატიმრობა მიესაჯა მხარდაჭერისა და მისი სავარაუდო გატაცების და წამების ფაქტების გამოძიების ნაცვლად. ციხეში ყოფნისას, მას ახალი ბრალდებები წაუყენეს, ციხის თანამშრომელზე ძალადობის გამო. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ამ ბრალდებების საფუძვლიანობა წარსულში მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ არსებული უკანონო ქმედებების გამო – ამაზე მეტყველებს ის, რომ 2018 წლის აგვისტოდან მეჰმან ჰუსეინოვი ციხეში ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია და მას ახალი ბრალდება წაუყენეს.

მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება მის ლეგიტიმურ საქმიანობას გაზარდოს ცნობიერება ადამიანის უფლებებისა და კორუფციის შესახებ. მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები გახდა მისი ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის საფუძველი; მართლმსაჯულებაზე წვდომის აშკარა არ ქონის და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო მეჰმან ჰუსეინოვმა სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვა და 2018 წლის 26 დეკემბერს შიმშილობა დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ მეჰმან ჰუსეინოვს 2018 წლის აგვისტოში უფლება მისცეს დედის დასაფლავებას დასწრებოდა, თუმცა არ დართეს საავადმყოფოში დედის მონახულების ნება – იმ არგუმენტით, რომ მეჰმან ჰუსეინოვი არ მონაწილეობდა „გამასწორებელ აქტივობაში“, კერძოდ, ციხის „სოციალურ ცხოვრებაში,“ „კულტურულ ღონისძიებებსა“ და „სარემონტო სამუშაოებში.“ აღნიშნული არგუმენტები 2018 წლის აგვისტოში მეჰმან ჰუსეინოვის შეწყალების თხოვნაზე გამართულ სასამართლო პროცესზეც გაჟღერდა. მოსმენის დროს, მეჰმან ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ ის ციხის ადმინისტრაციაში დაიბარეს და განუცხადეს, რომ დაისჯებოდა სხვა პატიმრებისათვის მათი უფლებების განმარტებისათვის. ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ ცდილობდა ურთიერთობა არ ჰქონოდა სხვა პატიმრებთან. ჩვენ ვღელავთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ უფლება არ მიეცათ მეჰმან ჰუსეინოვისთვის შეხვედროდა მომაკვდავ დედას, უარყოფითი გავლენა იქონია მასზე.

წლების მანძილზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ესკალაციის წყალობით ამბიციური ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სურდა გაეუმჯობესებინა აზერბაიჯანული საზოგადოება, ციხეში კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო. სიტუაცია დამძიმდა როგორც მეჰმან ჰუსეინოვისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის.

სასწრაფოდ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მეჰმან ჰუსეინოვის მხარდასაჭერად აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან წამოაყენოს შემდეგი საკითხები:

  • მეჰმან ჰუსეინოვს სჭირდება სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და დამოუკიდებელი პროფესიონალი ექიმების მიერ ჩაუტარდეს გამოკვლევები – მისი ჯანმრთელობა უაღრესად პრიორიტეტულია;
  • პატივი უნდა სცენ მის უფლებას შეხვდეს ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს. მისი მონახულების საშუალება საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა მიეცეს. ჩვენ  ვგმობთ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებებს თითქოს „არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის ჯგუფი“ სახელად „აზერბაიჯანის ომბუდსმენის ეროვნული პრევენციის ჯგუფი“ ჰუსეინოვს ციხეში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა ნამდვილად შედგა, მივიჩნევთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელად არ მოქმედებენ.
  • პროკურატურამ უნდა გააუქმოს მის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 317.2 მუხლით წარდგენილი ახალი ბრალდებები, ვინაიდან არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები;
  • მეჰმან ჰუსეინოვი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან არაუგვიანეს 2019 წლის 2 მარტსა, როცა მისი პატიმრობა ცილისწამების ბრალდებისთვის მთავრდება;
  • მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს აქვთ მიზანი და ეს მისი გაჩუმებაა. ჩვენ ვშიშობთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება მეჰმან ჰუსეინოვის ხანგრძლივი დროით გაჩუმება, მასზე ზეწოლა და ბრალდებების მოხსნის სანაცვლოდ აზერბაიჯანის დატოვების შეთავაზება ან ხელმოწერა ხელწერილზე, რომ შეწყვეტს ყველანაირ საქმიანობას, როგორც ეს მოხდა მსგავს საქმეებში. ჩვენ ვშიშობთ, რომ მეჰმან ჰუსეინოვი მსგავსი ზეწოლის წინაშე შეიძლება დადგეს მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო რესურსი აღარ ჰქონდეს. მას არ უნდა აიძულონ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება და ამაში სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას.
  • აზერბაიჯანში უფლებადამცველ ადვოკატებს სჭირდებათ დაცვა და საქმიანობის თავისუფლად განხორციელება ზეწოლის, ძალადობის და მუქარის გარეშე. როგორც ნათქვამია 2017 წლის ივნისის ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში, ადვოკატებს უნდა შეეძლოთ „თავისუფლად, დამოუკიდებლად და შურისგების შიშის გარეშე განახორციელონ საქმიანობა.“ ასე არ ხდება აზერბაიჯანში, სადაც პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებში ჩართული ადვოკატი ჩაერთვება დგება მუქარისა და ადვოკატის ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხის წინაშე. შედეგად, მხოლოდ რამდენიმე უფლებადამცველი ადვოკატი ინარჩუნებს აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის ლიცენზიას. ერთ-ერთ ადვოკატს, რომელიც იცავდა მეჰმან ჰუსეინოვის ინტერესებს, 2018 წელს შეუჩერდა ლიცენზია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები შესაძლოა გატარდეს დანარჩენი ორი ადვოკატის წინააღმდეგაც, რომლებიც აგრძელებენ მეჰმან ჰუსეინოვის დაცვას. მათ საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ.

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს ასევე ვთხოვთ:

  • ინახულონ მეჰმენ ჰუსეინოვი ციხეში რომ პირადად შეისწავლონ და აცნობონ საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, ასეთი ვიზიტების უზრუნველყოფა კი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გამოწვევა იქნება;
  • გამოხატეთ მეჰმან ჰუსეინოვის მიმართ საჯარო მხარდაჭერა და ახალი ბრალდებების მიმართ საჯაროდ მოახდინეთ რეაგირება.

ადამიანის უფლებათა სახლების შემდეგი წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მეჰმან ჰუსეინოვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრი
  • სამართლებრივი განათლების საზოგადოება
  • ქალთა ასოციაცია რაციონალური განვითარებისთვის

ბარის ზვოზსკაუს ბელარუსის ადამიანის უფლებათა სახლი, ვილნიუსი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ბელარუსული PEN ცენტრი

ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ადამიანისუფლებათა ჰელსინკის კომიტეტი სერბეთში
  • Gradjanske (სამოქალაქო ინიციატივა)

ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ჰუმანისტური ტექნოლოგიების ცენტრი – Ahalar
  • სამოქალაქო განათლების ცენტრი – Almenda
  • სამართლის აღსრულების ადამიანის უფლებათა მონიტორების უკრაინული ასოციაცია
  • East-SOS
  • ჩერნიგოვის ადამიანის უფლებების დაცვის საჯარო კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი
  • მონიტორინგის აქტივობის შედეგების ჯგუფი – MART
  • პროექტის საზღვრებს გარეშე – No Borders Project
  • ადამიანის უფლებების ცენტრი – Postup
  • ტრანსკარპატული საჯარო ცენტრი
  • უკრაინული ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირი

ყირიმის ადამიანის უფლებათა სახლი  (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • სამოქალაქო განათლების ცენტრი – Almenda
  • ყირიმის ადამიანის უფლებათა ჯგუფი
  • ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი
  • ადამიანის უფლებების რეგიონალური ცენტრი

ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ნორვეგიის ბურნას კომიტეტი – Den norske Burmakomité
  • ნორვეგიის საბჭო აფრიკისთვის – Fellesrådet for Afrika
  • ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების ინფორმაცია – Health and Human Rights INFO
  • ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი
  • ქალების ფრონტი – Kvinnefronten

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფქისო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედია ინსტიტუტი
  • საფარი

ვორონეჟის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • რეგიონთაშორისი ადამიანის უფლებათა ჯგუფი (ვორონეჟი)
  • საქველმოქმედო ფონდი „საერთაშორისო პროექტი – ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული მოძრაობა”

ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის ასოციაცია
  • B.a.B.e. – იყავი აქტიური, იყავი ემანსიპირებული
  • მშვიდობის შემსწავლელი ცენტრი
  • საერთაშირისო მოქალაქეების სოლიდარობის ხორვატიული პლატფორმა – CROSOL
  • Documenta – წარსულის კვლევის ცენტრი

ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი, პოლონეთი

ინდექსი ცენზურისთვის, დიდი ბრიტანეთი

რაფტოს ფონდი ადამიანის უფლებებისთვის, ნორვეგია

რუსეთის ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი, რუსეთი