საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ადამიანის უფლებათა სახლების 37 წევრი და პარტნიორი ორგანიზაცია, შეშფოთებას გამოვთქვამთ ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველებისთვის საჯარო სივრცეზე წვდომის შეზღუდვის, მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოს ,,თბილისი პრაიდის” კვირეულისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ,,ღირსების მარშის” ყველა მონაწილის დაცვა და მათი უსაფრთხოება.

ბოლო წლებში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადადგმული წარმატებული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში ლგბტ თემისა და უფლებადამცველების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საფრთხის ქვეშაა. 2019 წლის დასაწყისში პრაიდის ორგანიზატორებმა 18-23 ივნისისთვის ,,თბილისი პრაიდი” დააანონსეს. კვირეული მოიცავს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ასევე, საერთაშორისო კონფერენციასა და ,,ღირსების მარშს”. ორგანიზატორთა განცხადებით, მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ აცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფდნენ ლგბტ თემის შეკრების თავისუფლების დაცვას ,,რადიკალური ჯგუფებისაგან მომდინარე მაღალი რისკისა და საფრთხეების” გამო. ამის სანაცვლოდ, სამართალდამცავებმა ორგანიზატორებს ღონისძიების გამართვა დახურულ სივრცეში შესთავაზეს.

„თბილისი პრაიდამდე“ ერთი კვირით ადრე, მზარდი საფრთხეები გამოვლინდა და ლგბტ თემის წინააღმდეგ მუქარისა და თავდასხმის ფაქტების შემთხვევები დაფიქსირდა. 14 ივნისს ლგბტ უფლებადამცველები საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ პოლიციისთვის „პრაიდზე“ უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით. შეკრებილ აქტივისტებს კონტრ-დემონსტრანტების ძალადობრივი ჯგუფი დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ აქტივისტებს, საბოლოოდ პოლიციამ ლგბტ აქტივისტების ევაკუაცია მოახდინა. 15 ივნისს, ჰომოფობიურად განწყობილმა  ჯგუფებმა კომბლებით  შეიარაღებული „სახალხო რაზმები“ შექმნეს,  ისინი კიდევ ერთხელ დაემუქრნენ  „პრაიდის“ მონაწილეებს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სახალხო რაზმების“ ფორმირების თაობაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მან ამავდროულად მოუწოდა ლგბტ თემს, რომ „თბილისი პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს.

საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება შეუსაბამოა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებთან. ,,თბილისი პრაიდის” კვირეული საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, გამოავლინოს დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. სწორედ ახლა შეუძლიათ სახელმწიფო უწყებებს დაამტიცონ, რომ მხარს უჭერენ ლგბტ თემის მშვიდობიანი შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას  და მზად არიან  უზრუნველყონ ,,თბილისი პრაიდის” ყველა მონაწილის უსაფრთხოება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლგბტ თემმა ვერ შეძლო საკუთარი უფლებებით სარგებლობა. 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHO), აგრესიულად განწყობილმა რელიგიურმა ჯგუფებმა ხელი შეუშალეს თბილისში, IDAHO-სადმი მიძღვნილი მცირე მასშტაბის, მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვას და დემონსტრანტებს თავს დაესხნენ. ასევე, 2013 წელს, IDAHO-ს დღეს, ათასობით ადამიანმა და სასულიერო პირმა თბილისის ცენტრში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაარბია მცირე მასშტაბის მშვიდობიანი შეკრება. აღნიშნული მოვლენების საპასუხოდ, ხელისუფლებამ და მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, დაგმო ძალადობა და მოითხოვა დამნაშავეების დასჯა, რაც პირველ დადებით ნაბიჯს წარმოადგენდა. 2014-2018 წლებში, ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამოვლენილი ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის გამო, IDAHO-ს დღე საქართველოში ვერ აღინიშნებოდა, ან მოიცავდა მხოლოდ მცირე დემონსტრაციებს, რომლებიც პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობითა და აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა, ხოლო შეკრებილებს არ ჰქონდათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება. თუმცა, იმავე დღეს,  რელიგიური  ჯგუფები,  მათ  შორის  ისინიც,  ვინც  ძალადობრივი  და  ჰომოფობიურად  განწყობილი რიტორიკით გამოირჩეოდნენ, თავისუფლად მართავდნენ დემონსტრაციას თბილისის ქუჩებში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დისკრიმინაციის გარეშე. კერძოდ, 2012 წელს IDAHO-ს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლის საკითხზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია დემონსტრანტების უფლებები (იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, № 73235/12, 12. 05 2015). სასამართლომ აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას დემონსტრაციისა  და  მასთან  დაკავშირებული  შესაძლო  რისკების  შესახებ,  თუმცა  მათ  ვერ შეძლეს ,,ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრ-დემონსტრანტების შეკავება” და შესაბამისი ზომების მიღება, რათა ,,უზრუნველეყოთ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარშის მშვიდობიანად ჩატარება”. 2013 წლის IDAHO დღეს აქტივისტებზე მომხდარი თავდასხმები ევროპულ სასამართლოში ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.

საქართველომ გაიზიარა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მიერ 2015 წლის „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებსაც  მხარი  დაუჭირეს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ წევრმა ქვეყნებმა. რეკომენდაციები ითვალისწინებდა საქართველოს მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის, ასევე სექსუალური უმცირესობების ,,სოციალური სტიგმატიზაციის” წინააღმდეგ ბრძოლისთვის „ძალისხმევის გაორმაგებას“  და ,,ქართულ საზოგადოებაში ტოლერანტობისა და სოციალური ჩართულობის გაზრდას”. დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაითვალისწინოს აღნიშნული რეკომენდაციები.

სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ,,ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ ყველა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის უფლებადამცველების, რომლებიც, ასევე, სარგებლობენ აზრის  თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებით”, რაც დასტურდება გაერთიანებული  ერების  ორგანიზაციის უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციითა და გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის დეკემბრის რეზოლუციით – რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველომ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. 
  , ოვ,   :
  • პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს, ამდენად საჯაროდ დააფიქსიროს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მნიშვნელოვნობა ქვეყნისთვის;
  • სათანადო რეაგირება მოახდინოს ლგბტ თემის წევრების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერი საფრთხის შემცველ ქმედებაზე და უზრუნველყოს ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველების შეკრებისა და  ა;
  •    ,  რუ   რგ რინ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება და დაიცვას ,,თბილისი პრაიდის” ყველა მონაწილის უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ,,ღირსების მარშის” განმავლობაში.

პატივისცემით,

ბელარუსის ადამიანის უფლებათა სახლი, ვილნიუსი

ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ბელგრადის ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • Gradjanske (სამოქალაქო ინიციატივა)
  • ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტი სერბეთში
  • YUCUM – იურისტების კომიტეტი ადამიანის უფლებებისთვის
  • Policy Center

ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ჰუმანისტური ტექნოლოგიების ცენტრი AHALAR
  • სამოქალაქო განათლების ცენტრი – Almenda
  • სამართლის აღსრულების ადამიანის უფლებათა მონიტორების უკრაინული ასოციაცია (UMDPL)
  • East-SOS – საქველმოქმედო ფონდი
  • ZMINA – ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია – MART
  • პროექტი „საზღვრების გარეშე“
  • Postup – ადამიანის უფლებების ცენტრი
  • უკრაინული ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირი

ყირიმის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • სამოქალაქო განათლების ცენტრი – Almenda
  • ყირიმის ადამიანის უფლებათა ჯგუფი
  • ZMINA – ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ადამიანის უფლებების რეგიონალური ცენტრი

ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • ნორვეგიის საბჭო აფრიკისთვის – Fellesrådet for Afrika
  • ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების ინფორმაცია – Health and Human Rights INFO
  • ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფქისო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედია ინსტიტუტი
  • საფარი

ვორონეჟის ადამიანის უფლებათა სახლი

ერევნის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • PINK
  • რეალური მსოფლიო, რეალური ადამიანები
  • ქალთა რესურს ცენტრი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია Socioscope

ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):

  • B.a.B.e.
  • Documenta – წარსულთან შეგუების ცენტრი
  • მშვიდობის შემსწავლელი ცენტრი
  • CROSOL
  • ხორვატიის ახალგაზრდული კავშირი

ინდექსი ცენზურისთვის, დიდი ბრიტანეთი

რაფტოს ფონდი ადამიანის უფლებებისთვის, ნორვეგია

ფოტოს ავტორი: მარი ნიკურაძე / OC Media