,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” კოორდინატორი, ნათია თავბერიძე და პროგრამების ოფიცერი, ელენე ჯანელიძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიას დაესწრნენ.

თბილისის სახლის წარმომადგენლებმა კომიტეტს წარუდგინეს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდთან ერთად მომზადებული ერთობლივი ანგარიში და ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში უფლებადამცველების მდგომარეობის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების, უკანონო მიყურადებისა და მოსმენების, გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, თავისუფალი მედიაგარემოსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გაეროს სპეციალური მომხსენებლების ოფისების წარმომადგენლებთან ისეთ თემატურ საკითხებზე, როგორიცაა: უფლებადამცველთა მდგომარეობა, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება.
ამავე საკითხებზე სახლის წარმომადგენლები შეხვდნენ გაეროში შვედეთის და ნიდერლანდების მისიების წარმომადგენლებთან.