აგვისტო 14, 2020

გადაუდებელი გრანტები მედია ორგანიზაციების მხარდასაჭერად

პროექტის შესახებ

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც IREX ევროპა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მცირე და საშუალო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი აქტივისტებისა და მედიის მხარდაჭერას, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალდნენ და საქმიანობის გასაგრძელებლად მხარდაჭერა სჭირდებათ.

მიმდინარე საგრანტო კონკრუსი – ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მიმდინარე კონკურსი იწვევს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ობიექტური ინფორმაციის გაშუქებაზე, ებრძვიან დეზინფორმაციას, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალდნენ, არ აქვთ საქმიანობის ეფექტურად გაგრძელების რესურსი და, ამავდროულად, აქვთ გრანტის მეშვეობით განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნების პოტენციალი.

 LOT 4: გადაუდებელი ორგანიზაციული დახმარება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ითვალისწინებს 10.000 ევრომდე რეგიონული მედიის და 15.000 ევრომდე ადგილობრივი მედიის მხარდაჭერას და ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობების, მათ შორის შემდეგი აქტივობების მხარდაჭერას:

  • ორგანიზაციული ხარჯი (მაგალითად ხელფასები, ოფისის ქირა, უსაფრთხოება, და ა.შ.)
  • კრიზისიდან გამომდინარე სპეციფიური აქტივობების მხარდაჭერა (მაგალითად, პანდემიის დროს ობიექტური ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, უფლებების დაცვის მონიტორინგი /გაშუქება პანდემიის დროს და ა.შ.)
  • ექსპერტის ჩართულობის/კონსულტაციების დაგეგმვა – კრიზისთან გამკლავებისთვის შესამუშავებელი სამოქმედო გეგმისთვის;
  • ექსპერტის ჩართულობა/კონსულტაციების დაგეგმვა რედაქტირებისა და ინფორმაციის გავრცლეების სტრატეგიის შემუშავებისთვის;

გამოცხადებული საკონკურსო გრანტი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონიდან/სოფლიდან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, საზღვრისპირა რეგიონებიდან შემოსულ განაცხადებს. პრიორიტეტი მიენიჭება ასევე იმ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე მომუშავე ორგანიზაციებს/მედიას, რომლებიც პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალდნენ. პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციების განაცხადები არ განიხილება.

საგრანტო მხარდაჭერის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 24 თვე.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

აპლიკანტებმა შევსებული განაცხადის შესაბამისი ფორმა (LOT 4) უნდა გამოაგზავნონ მისამართზე[email protected] და სათაურის ველში მიუთითონ შესაბამისი LOT-ის სახელწოდება. თუ ვერ ახერხებთ განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

იხილეთ თანდართული ფაილები:

აპლიკაციის ფორმა LOT 4

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2020 წლის 30 აგვისტოს 18:00 საათისა (თბილისის დრო).

საკონტაქტო ინფორმაცია:

[email protected]

ტელეფონის ნომერი:  2 38 20 18

+995 595 09 19 44