ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს ხელოვანთათვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებას, ხელოვანების კრეატიულ და დამოუკიდებელ საქმიანობას და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ევროპულ პლატფორმებსა თუ პროექტებში ინტეგრაციას.

ხელოვანს განვმარტავთ ფართოდ და მოიაზრება ხელოვნების ნებისმიერი დისციპლინის წარმომადგენელი: ვიზუალური ხელოვნება, მწერლობა, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, კინო, სოციალური და კულტურული პერფორმანსები, ფოტოხელოვნება, და ა.შ..

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • საქართველოს მოქალაქე ინდივიდუალურ პირს ან ერთზე მეტი ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომელიც/რომლებიც არის/არიან ხელოვნების რომელიმე დისციპლინის  მოქმედი სპეციალისტი/სპეციალისტები.

შენიშვნა: დასაშვებია კულტურის მუშაკების/ხელოვნებათმცოდნეების აპლიკაციებიც.

შენიშვნა: გუნდის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციის შემთხვევაში, მთავარი განმცხადებელი უნდა იყოს  ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგრანტო თანხის მიზნობრივ გამოყენებაზე. გუნდის შემთხვევაში, დასაშვებია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობაც, იმ პირობით, რომ მთავარი განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეა.

რა ტიპის აპლიკაციები იქნება მხარდაჭერილი?

კონკურსი ითვალისწინებს ხელოვანთა შემოქმედებითი განვითარებისთვის მიმართული ისეთი აქტივობების ან პროექტების მხარდაჭერას, რომელიც კავშირშია ევროპულ პლატფორმებსა თუ პროექტებთან, ორგანიზაციებთან კავშირების დამყარებასთან, პარტნიორობასთან, ევროპულ ვორკშოპებსა თუ კონკურსებში მონაწილეობასთან, ასევე საქართველოში ევროპულ სახელოვნებო წრეებთან თანამშრომლობით ღონისძიებების ორგანიზებასთან.

საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა: 7000 ლარი.

საგრანტო თანხა შესაძლებელია მოიცავდეს:

  • ევროპულ სახელოვნებო პლატფორმებზე, ვორკშოპებსა და ფესტივალებზე მონაწილეობას, გაწევრიანებას,  მათ შორის საერთაშორისო მოგზაურობისა და უცხოეთში ყოფნის ხარჯებს.
  • ევროპული სახელოვნებო წარმომადგენლების საქართველოში მოწვევით სახელოვნებო ვორკშოპის, ფესტივალის თუ ხელოვნების ევროინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობის ორგანიზებას.

საგრანტო თანხა არ შეიძლება მოიცავდეს:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების, აკადემიური სწავლების ანაზღაურებას;

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები:

  1. პროექტის შემოქმედებითობა/კრეატიულობა
  2. ევროპულ პლატფორმებთან, ორგანიზაციებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა
  3. გრძელვადიანი ხედვა, სამომავლო პერსპექტივა და მდგრადობა
  4. უფლებადაცვითი ღირებულებები. წარდგენილი აპლიკაცია/პროექტი არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის რომელიმე უფლებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.

პერიოდი და ვადები:

განიხილება აქტივობები, რომლებიც განხორციელდება 2024 წლის 1 მარტიდან – 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდში.

აპლიკაციები მიიღება მიმდინარე პროცესში, საპროექტო თანხის ამოწურვამდე, თუმცა არაუგვიანეს  2024 წლის 15 ოქტომბრისა.

მხარდაჭერის დამტკიცების პერიოდის მიუხედავად, დასაშვებია იმ აქტივობების დაფინანსებაც, რომლებიც ხორციელდება 2024 წლის 1-ლი მარტიდან.

მიმდინარედ შემოსული აპლიკანტები შეჯამდება შემდეგ ვადებში:

  1. 1 აპრილამდე შემოსული აპლიკაციები – შედეგების შეჯამება 2024 წლის 15 აპრილამდე
  2. 15 აპრილიდან – 30 მაისამდე შემოსული აპლიკაციები – შედეგების შეჯამება 2024 წლის 20 ივნისამდე
  3. 30 მაისიდან 15 ოქტომბრამდე შემოსული აპლიკაციები – შედეგების შეჯამება 2024 წლის 31 ოქტომბრამდე

რა უნდა წარადგინოთ?

პირველ ეტაპზე საჭიროა წარადგინოთ:

შემდგომ ეტაპზე, პროექტის გუნდის მითითებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აპლიკანტებმა შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 

ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო შესაძლებლობა დაგეგმილია პროექტის: „შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში – Free ArtExpress” ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანი შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და  ქვეყნის განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ევროინტეგრაციის პროცესში მისი მნიშვნელოვანი როლის წინ წამოწევაა. ამ მიზნის მიღწევა ქართველი ხელოვანების მხარდამჭერი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებითა და საერთაშორისო ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებით არის დაგეგმილი.

პროექტი ‘’Free ArtExpress’’ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით. პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.

დამატებითი ინფორმაცია

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ

თბილისის სახლი 2010 წელს დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით და ​იმავე წელს გახდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის წევრი. ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებსა და მათ ორგანიზაციებს. თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და შედგება შემდეგი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“.

თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სტრატეგიის მიხედვით, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების დაცვა და გაძლიერება, ასევე ადამიანის უფლებათა საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ძირითადი აქცენტით გამოხატვის და შეკრების უფლებებზე და უფლებადამცველად ყოფნის უფლებაზე.

მეილი: [email protected]

საიტი:  www.hrht.ge ; www.defenders.ge