“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი კონსულტანტის პოზიციაზე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი კონსულტანტის პოზიციაზე პროექტის – ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“  – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა“ – ფარგლებში.

პროექტის შესახებ

IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან“ პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერებისა და „უხილავი ქალების“ აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

პროექტის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქალი უფლებადამცველების, ან იმ უფლებადამცველების როლის გაზრდას, რომლებიც ქალთა/გოგონების უფლებებს იცავენ. აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდება ქალებისთვის, ქალთა ორგანიზაციებისთვის ადვოკატირების, ლობირების, სასამართლო პროცესების შესახებ ცოდნის გაღრმავებით. აღნიშნული მხარდაჭერისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები: „აკადემია ლიდერებისთვის“, ტრენინგები უნარების განვითარებისთვის. ამასთან, შეიქმნება ონლაინ პლატფორმა აზრთა გაზიარებისთვის და  ეფექტური კომუნიკაციისთვის.

პროექტი 26 თვის განმავლობაში ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ინგლისურად და ქართულად

გამოცხადებული ვაკანსია – მოკლე ვადიანი კონსულტანტი

ste-tor-call-for-applications

Facebook Comments