– საქართველოს მაღალმთიან სოფლებში შესაბამისი გარემოს არარსებობის გამო სკოლებში სულ უფრო ცოტა ბავშვი რჩება
– საქართველოში 1990 წლიდან სამი სხვადასხვა საომარი კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2400 ადამიანი ითვლება – მათი ოჯახები საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ თუ ეკონომიკურ მხარდაჭერას.
– საქართველოს მოსახლეობის 6,3% ეთნიკური აზერბაიჯანელია. დღემდე პრობლემურია მათი საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაცია.
– საქართველოში შშმ პირებისთვის საჭიროა მეტად ადაპტირებული გარემოს არსებობა – საქართველოს მოსახლეობის 9,9% მუსლიმ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენს.
– მუსლიმ თემში განსაკუთრებით პრობლემურია გენდერული თანასწორობის და ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის საკითხები.
ეს იმ ქალების ხმაა, რომლებიც ზრუნავენ საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ გარემო იქ, სადაც ცხოვრობენ, რომლებისთვისაც პრობლემა მხოლოდ გამოწვევაა, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი, სხვისი, ჩვენი ცხოვრება.
ვიდეო მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.