პროექტის შესახებ

IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდა ქალი ლიდერების და „უჩინარი ქალების“ აღმოჩენა და გაძლიერება. „უჩინარი ქალები“ არიან ის ქალები, რომლებიც აქტიურად იცავენ უფლებებს თავიანთ თემში, თუმცა არ არიან ჩართული ფართო უფლებადაცვით საქმიანობაში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით. საქართველოში პროექტს ასევე აფინანსებს „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი“.

შესაძლებლობის შესახებ
პროექტის ფარგლებში თბილისის სახლი ახორციელებს მედია კამპანიას, რომლის
მიზანიცაა „უჩინარი ქალების“ და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და იმ პრობლემების წარმოჩენა, რასაც ისინი ებრძვიან. ამ მიზნით, გამოცხადებული კონკურსი იწვევს საქართველოში მცხოვრებ პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მსურველებმა უნდა წარადგინონ პორტრეტები, რათა მეტი აქტიური ქალის შესახებ გაიგოს ფართო საზოგადოებამ და გაიზარდოს ცნობადობა მათი საქმიანობის შესახებ.
კონკურსს აქვს 2 საპრიზო კატეგორია:
– გრან-პრი – 900 ლარი, რომელიც გადაეცემა ფოტოგრაფს ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოსთვის
– შთამაგონებელი ქალი – 900 ლარი, რომელიც გადაეცემა ფოტოგრაფს ჟიურის მიერ შერჩეული ყველაზე შთამაგონებელი ფოტოსთვის

ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილ საპრიზო კატეგორიებთან ერთად, ჟიური აარჩევს სამ აქტიურ და შთამაგონებელ ქალს ფოტოებიდან, მათი ისტორიის საფუძველზე. შერჩეულ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მინი გრანტები საკუთარ თემში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
პროფესიონალ ან მოყვარულ ფოტოგრაფებს, რომლებიც გამოგზავნიან პორტრეტებს ისტორიებთან ერთად. ფოტო გადაღებული უნდა იყოს 2018 წლის 1 თებერვლის შემდეგ.

როგორ მივიღო მონაწილეობა?
დაინტერესებულმა კანდიდატმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საფოსტო მისამართზე – [email protected] უნდა გამოგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტები და მეილის სათაურში მიუთითოს „ფოტოკონკურსი“
წახალისებულია ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, სოფლად მცხოვრები ქალების პორტრეტების მიღება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო დრო:
2019 წ. 26 მაისი, 23:59

მოთხოვნილი დოკუმენტები
– ფოტოგრაფის ტაბელარული ბიოგრაფია (CV);
– ერთი ქალის პორტრეტი. პორტრეტის მონაცემები: დიდი ზომის, მაღალი რეზოლუციის (high resolution) JPEG ან jpg ფორმატი. ფოტოგრაფებს შეუძლიათ გამოგზავნონ როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები. ასევე, შესაძლებელია როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ფოტოების გამოგზავნა. (ფოტო შეგიძლიათ გამოგზავნოთ პირდაპირ e-mail-ით, ან ატვირთოთ Google Drive-ზე და გამოგვიგზავნოთ მისამართი);
– გამოგზავნილი ფოტოს აღწერა 200 სიტყვით – აღწერაში აუცილებელია მიუთითოთ ფოტოგრაფირებული ქალის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი (რეგიონი/სოფელი/ქალაქი) და ის საქმიანობა, რასაც ახორციელებს. (იხილეთ თანდართული ფაილი);
– ამობეჭდილი, ხელმოწერილი და დასკანერებული ფოტოგრაფის დასტურის ფორმა. (იხილეთ თანდართული ფაილი).

კონკურსის კრიტერიუმები
– როგორც ფოტოგრაფი, ასევე ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება უნდა იყვნენ სრულწლოვანნი. (2019 წლის 12 მაისისთვის).
– ფოტო უნდა იყოს ორიგინალი და არ უნდა იყოს უკვე გამოფენილი/გამოქვეყნებული საჯაროდ.
– ფოტო უნდა იყოს გადაღებული საქართველოში, 2018 წლის 1 თებერვლის შემდეგ.
– ფოტო უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის JPEG ან jpg ფორმატის.
– ფოტო მინიმალურად უნდა იყოს დამუშავებული – ე.ი. ამოჭრილი, ფერი შესწორებული, კონტრასტი შესწორებული და მსუბუქი ცვლილებებით.
– ფოტო ზედ არსებული ტექსტური წარწერით ან სხვაგვარი ნიშნებით არ მიიღება.
– ფოტოგრაფებს შეუძლიათ გამოგზავნონ როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები
– ფოტოგრაფებს შეუძლიათ გამოგზავნონ როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ფოტოები.
– ფოტოგრაფი უნდა ფლობდეს საავტორო უფლებებს ფოტოზე. კონკურსში მონაწილეობით ფოტოგრაფი ადასტურებს რომ ის არის გამოგზავნილი ფოტოს ავტორი და აქვს მისი გამოყენების უფლება.
– ფოტოგრაფმა უნდა დაადასტუროს, რომ ფოტოზე მესამე პირს არ აქვს საკუთრების უფლება – ე.ი. ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება თანახმაა მისი ფოტო გამოიყენოს ფოტოგრაფმა.
– ფოტოგრაფი ინარჩუნებს საავტორო უფლებებს ფოტოზე.
– საკონკურსოდ შერჩეული ფოტოებისთვის მონაწილე ადამიანის უფლებათა სახლს გადასცემს უფლებას გამოიყენოს მის მიერ გამოგზავნილი მაღალი რეზოლუციის ფოტო სხვადასხვა მიზნებისთვის (გამოფენა, გამოქვეყნება ინტერნეტში და სხვადასხვა პუბლიკაციებში.

შერჩევის ეტაპები:
– თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გადაარჩევს ჟიურისთვის იმ ფოტოებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს.
– გადარჩეული ფოტოები და აღწერა გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში
– გადარჩეული ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება 2019 წლის ივნის-ივლისში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელენე ჯანელიძე: 599687111

თანდართული ფაილები:

Photocontest_Description-of-the-Photo_Geo

Photographers-Confirmation_Geo-1