თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, 2021 წლის 5 ნოემბერს ვირტუალურ ღონისძიებას, “ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის” უმასპინძლა.
ფორუმში მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში მომუშავე აქტივისტებმა, უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საინიციატივო ჯგუფების წევრებმა მიიღეს.
ფორუმის მიზანი საქართველოს რეგიონებში მომუშავე უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების, საჭიროებების წარმოჩენა და სამომავლო აქტივობებისთვის რეკომენდაციების შემუშავება იყო.
ვირტუალურ სოციალურ სესიებზე ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს რეგიონებში უფლებადაცვითი საქმიანობის შესახებ არსებულ სიტუაციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. სამომავლო აქტივობებისა და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობისთვის კი გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთაც ერთიანი დოკუმენტის სახით გიზიარებთ.