თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 5 ნოემბერს, ონლაინ ღონისძიებაზე გიწვევთ. “ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის” ქართულ ენაზე გაიმართება.
ფორუმის მიზანია საქართველოს რეგიონებში მომუშავე უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების, საჭიროებების წარმოჩენა, ასევე რეკომენდაციების შემუშავება სამომავლო აქტივობებისთვის.
ბევრი ვიფიქრეთ, როგორი ყოფილიყო 2021 წლის ფორუმი და რადგან ისევ ონლაინ რეჟიმში გვიწევს ყოფნა, თან კი გვსურს შევინარჩუნოთ ფორუმის შექმნის მთავარი მიზნები: კომუნიკაცია, თანამოაზრეების გაცნობა, „Small-talk“-ები კოლეგებთან არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და საინტერსო თემებზე საუბარი – ფორუმის წლევანდელი ფორმატი იქნება: ვირტუალური სოციალური სესიები – თემაზე:
უფლებადამცვითი საქმიანობა საქართველოს რეგიონებში (არსებული სიტუაცია და გამოწვევები)
ვირტუალური „სოციალური სესიების“ ფორმატში მონაწილეები მცირე ჯგუფებად განაწილდებიან. თითოეული მონაწილე ორ ჯგუფურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. თითოეულ ჯგუფს ეყოლება მოდერატორი.
ფორუმის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ სადისკუსიო ჯგუფებში/სესიებში:
- რეგიონში/სოფელში/ქალაქში არსებული სიტუაცია და მთავარი გამოწვევები უფლებადამცველებისთვის
- რეგიონებში მომუშავე უფლებადამცველების რეკომენდაციები სამომავლო აქტივობებისა და თანამშრომლობისთვის სხვადასხვა აქტორებისთვის (არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორები, სახელმწიფო და სხვ.)
ჯგუფებში დისკუსიების შემდეგ იქნება დასკვნითი ერთიანი სესია, სადაც მოდერატორები წარმოადგენენ მცირე ჯგუფებში განხილულ საკითხებს, მიგნებებს და რეკომენდაციებს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ინდივიდუალურ აქტივისტებს, უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://cutt.ly/2RvrTMn
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებული პირები შეძლებენ დაესწრონ შეხვედრას.