თემა ფოკუსში: პროტესტის გაშუქება
ნომინაციების წარდგენის ბოლო ვადა: 3 ოქტომბერი, 23:00 (თბილისის დრო)
კანდიდატების წარდგენა ხდება შემდეგ ნომინაციაზე:
განსაკუთრებული წვლილი მშვიდობიანი მანიფესტაციებისა და საპროტესტო აქციების დოკუმენტირება/გაშუქებისთვის
1-ლი ადგილი: პრიზი და ფულადი ჯილდო 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
მე-2 ადგილი: პრიზი და ფულადი ჯილდო 2000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
2024 წელს პრემია ლექსო მხარდამჭერია ნორვეგიული ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამა.
კონკურსის პირობები:
წლევანდელი კონკურის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურსში თვითნომინირება არ ხდება. ნომინანტების დასახელება შეუძლიათ:
- სამოქალაქო უფლებადაცვით ორგანიზაციებს;
- მოქმედ სამოქალაქო უფლებადაცვით ინიციატივებს;
- მედია ორგანიზაციებს (საკუთარი თანამშრომლის ნომინირება აკრძალულია)
ვისი ნომინირებაა შესაძლებელი?
18+ ასაკის მედია პროფესიონალები (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და ა.შ.), ვისაც განგრძობითად, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში სამოქალაქო პროტესტის დოკუმენტირებაში და გაშუქებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.
ნომინირებისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მედია პროფესიონალის ნომინირებისთვის განმცხადებელმა ორგანიზაციამ/საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეავსოს:
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე: [email protected]
ნომინირებულ კანდიდატების მოკლე სიას შეადგენს ადამიანის უფლებათა სახლი, კონკურსის მიზნებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით. ხოლო გამარჯვებულებს გამოავლენს საგანგებოდ შექმნილი, დამოუკიდებელი ჟიური, რომლის წევრებიც არ არიან პრემიის ორგანიზატორი ან მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პრემიის იდეა: მედია პროფესიონალები, როგორც უფლებადამცველები
მედიის სფეროს წარმომადგენლები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხშირად იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას და აშუქებენ უფლებადარღვევებს.
პრემია „ლექსო“ აღიარებს იმ მედია პროფესიონალების მნიშვნელოვან წვლილს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ეწევიან ადამიანის უფლებების ადვოკატირებას და/ან ასაჯაროებენ ფაქტებს უფლებადარღვევების შესახებ. უფლებადამცველი მედია პროფესიონალების დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ როლს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და მშვიდობის მშენებლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ პრემია არ არის განკუთვნილი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ მედიის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის: ოპერატორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ა.შ. – ყველასთვის, ვინც სხვადასხვა სახის მედია პროდუქტის მომზადებაშია ჩართული.
პრემიის შესახებ
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს დააარსა. პრემია ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს. ლექსო ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. უფლებადარღვევების გაშუქების პროცესში ლექსომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.
ლექსოს პრემია დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების საპასუხოდ. მის მიზანს წარმოადგენს საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: