მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ უფლებადამცველების დაცვის პროგრამის მიმართულებით კიდევ ერთ ახალ პროექტს ახორციელებს – თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს დაფინანსებით.
პროექტის მიზანია საქართველოში მყოფი ქართველი, აზერბაიჯანელი, რუსი, ბელარუსი, უკრაინელი და თურქი უფლებადამცველების და აქტივისტების გაძლიერება და მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს უცხოეთიდან ჩამოსული უფლებადამცველებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას და თავშესაფრის უზრუნველყოფას. ამასთან, ქართველი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უფლებადამცველებისთვის თბილისის სახლის წევრი ორგანიზაციების ჩართულობით ხელმისაწვდომია ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება, გადაწვის საწინააღმდეგო აქტივობები და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
აქვე, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. შესაბამისად, გრძელდება კონსულტაციების დისტანციურ რეჟიმში გაწევა, ასევე აპლიკაციების მიღება სამომავლო დაგეგმვისთვის, საზღვრების გახსნის და COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
მოგვმართეთ ნებისმიერი კითხვით – ჩვენ ვზრუნავთ უფლებადამცველებზე!
ელ-ფოსტა: [email protected]
თუ ხართ უფლებადამცველი და გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
უფლებადამცველთა დახმარების სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ ენებზე):