მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ 1 აგვისტოდან დაიწყო ახალი პროექტი – „ადამიანის უფლებათა დამცველების და აქტივისტების გაძლიერება და მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში (აჭარა და ქვემო ქართლი)“
პროექტის მთავარი მიზანია აღნიშნულ რეგიონებში უმცირესობების უფლებების უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები გულისხმობს ქვემო ქართლსა და აჭარაში მოქმედი უფლებადამცველების აღმოჩენას, გაძლიერებას და მხარდაჭერას.
ერთწლიანი პროექტი მიზნად ისახავს უფლებადამცველებისა და აქტივისტების იდენტიფიცირებას და მათ დატრენინგებას როგორც ადვოკატირებასა და კამპანიების დაგეგმარებაში, ასევე ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის პრაქტიკულ გამოყენებაში.
პროექტის დონორი: ევროპის ფონდი/დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მიერ.