წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია 2014-2017 წლებში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯანიდან საქართველოში დევნილი პირების უფლებების დაცვასა და მათთვის სამოქალაქო ინტეგრაციაში ხელშეწყობას.


„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ განხორციელებულმა „დაცვის პროგრამამ“ აზერბაიჯანიდან საქართველოში დევნილ ასზე მეტ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ აქტივისტს, ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს და უფლებადამცველ პირს მისცა დახმარების მიღების შესაძლებლობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ბენეფიციარების წინაშე არსებული რისკების მნიშვნელოვნად შემცირება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება. დაცვის პროგრამა შემუშავებულია „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით და თანამშრომლობით. გარდა ამისა, „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა“ თბილისის სახლსა და სხვა ორ სახლთან პარტნიორობით („ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი“ (უკრაინა), „ბარის ზვოსკაუს ბელორუსიის ადამიანის უფლებათა სახლი“) შეიმუშავა ერთობლივი სახელმძღვანელო და ძირითადი პრინციპები დაცვის პროგრამისთვის, რომლითაც ხელმძღვანელობენ ზემოთ ხსენებული სახლები საკუთარი საქმიანობის ფარგლებში.
წინამდებარე ანგარიში აღწერს აზერბაიჯანიდან დევნილი პირების საქმეებს – საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იმ დახმარებას, რაც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ ბენეფიციარებს გაუწია. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ აქტიურად აგრძელებს აზერბაიჯანიდან საქართველოში დევნილი პირების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების ადვოკატირებას, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
დაცვის პროგრამის განხორციელებისას, სხვადასხვა დროს, ჩვენი დონორები იყვნენ: ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი, „ეროვნული წვლილი დემოკრატიაში“ (NED) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

დაცვის პროგრამის ანგარიში