“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს უფლებადამცველებს გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შესახებ
IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან“ პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა“, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდეაბა. დაგეგმილი „აკადემია ლიდერებისთვის“ თბილისში „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის, ან/და უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ქალების/გოგონების უფლებებს იცავენ.
ტრენინგის შესახებ:
გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი საქართველოში ჩატარდება უფლებადამცველებისთვის, რომლებიც მათი საქმიანობიდან გამომდინარე განიცდიან ზეწოლას (მათ შორის ფსიქოლოგიურს) და სტრესს. ტრენინგის მიზანია უფლებადამცველების განტვირთვა, მათი მხარდაჭერა, რათა მოახერხონ ენერგიის განახლება, გაძლიერება და საქმიანობის გაგრძელება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- უფლებადამცველ ქალებს ან/და უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, რომლებიც იცავენ ქალების და გოგონების უფლებებს;
- სჭირდებათ გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი მათი უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე;
- არიან საქართველოს მოქალაქეები და ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.
განაცხადის შემოტანა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ქართულად არაუგვიანეს 6 ოქტომბრის 18:00 საათისა (საქართველოს დრო). განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიყევით შემდეგ ბმულს: https://goo.gl/forms/TrDXgliAjvYsdMYj2.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.
ზოგადი ინფორმაცია: ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 18-20 ოქტომბერს, საქართველოში. ტრენინგის, ასევე ტრენინგის ადგილამდე ტრანსპორტირებისა და იქ განთავსების ხარჯები დაფარული იქნება პროექტის ფარგლებში.
საკონტაქტო პირი:
ელენე ჯანელიძე
E-mail: [email protected]
Mob.: (+995) 599 68 71 11