ბელარუს აქტივისტს 25 აპრილს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
მომდევნო დღეს ევგენი გაცაკმა ისევ სცადა სარფის სახმელეთო საზღვრის გადმოეკვეთა. ნეიტრალურ ზონაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ, უფლებადამცველი თურქეთში გააბრუნეს.
გაცაკი აჭარაში ბელარუსული დიასპორის დამფუძნებელია. თითქმის ორი წელია აქტივისტი საქართველოში ცხოვრობს. ფაქტთან დაკავშირებით ბელარუსის დიასპორამ პრესკონფერენცია გამართა.