უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე ,,ადამიანის უფლებათა სახლმა“ წელს უკვე მეოთხედ, ამჯერად ჰიბრიდულ რეჟიმში აღნიშნა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილემ მარკო სოლდიკმა, ,,ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ უფროსმა ოფიცერმა, ქეთევან აბაშიძემ და ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” კოორდინატორმა, ნათია თავბერიძემ.
სპიკერებმა საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობის, მათ წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე დამსწრეებს ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროგრამების ოფიცერმა, ელენე ჯანელიძემ ახალი პლათფორმა www.defenders.ge გააცნო.
თემატური ანგარიშები წარადგინეს გიორგი ურჩუხიშვილმა (საფარი), ედუარდ მარიკაშვილმა (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა), მარინა სლობოდიანუკი (საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) და მარიამ მხატვარმა (უფლებები საქართველო).
შეხვედრის დასასრულს კი „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ ,,ლექსოს პრემიის“ გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.
პრემიის წლევანდელი გამარჯვებულები ორ ნომინაციაში რადიო თავისუფლება-ისა და ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტები, თორნიკე მანდარია, დათო ქორიძე და ნინო ვართაპეტიანი გახდნენ.
,,ლექსოს პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და TV “პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააწესა