ააიპ “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” აცხადებს ტენდერს ვიდეო-რგოლების დამზადებაზე
ვიდეო-რგოლების თემატიკა:
მაღალი ხარისხის 2 კრეატიული ვიდეო უნდა დამზადდეს საქართველოში ქალი აქტივისტების ე.წ. “უჩინარი ქალების” თემაზე, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით. ე.წ. უჩინარი ქალები – გულისხმობს ქალებს, რომლებიც აქტიური არიან საკუთარ თემში, იბრძვიან საკუთარი თუ სხვისი უფლებებისთვის, თუმცა არ არიან ჩართული ფართო უფლებადაცვით საქმიანობაში და მათ შესახებ ცნობადობა ნაკლებია საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული ჯგუფები, რომლებსაც უპირატესობა მიენიჭებათ, არიან: სოფლად მცხოვრებ/რეგიონში მცხოვრები ქალები, იძულებით გადაადგილებული ქალები, ეთნიკურ უმცირესობები/ქალები.
პროექტის შესახებ:
IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლიერებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული ვიდეო-რგოლების დამზადება პროექტით გათვალისწინებული მედია კამპანიის ფარგლებში ხორციელდება.
ვიდეო რგოლების დეტალური აღწერა:
გამოცხადებული ტენდერი გულისხმობს ორი ვიდეო რგოლის დამზადებას:
** ერთი 5 წუთიანი ვიდეო რგოლი, მინიმუმ 5 ქალის მონაწილეობით (სხვადასხვა ადგილიდან, რეგიონიდან, სოფლიდან). ვიდეო უნდა იყოს ინფორმაციული და ახდენდეს ქალების/რესპონდენტების აქტივობისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების წარმოჩენას.
** ერთი 1 წუთიანი (შეიძლება ცოტა მეტიც, შეთანხმებისამებრ) ვიდეო შესაძლოა დაეყრდნოს ვრცელ (პირველ) ვიდეოში გამოყენებულ მასალას, რესპონდენტებს – თუმცა უნდა იყოს ემოციის აღმძვრელი და კრეატიული ვიდეო, რომელიც წარმოაჩენს აქტიურ ქალებს, რომელთა არსებობის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის.
ვიდეოების დამზადების პროცესში საჭირო იქნება სცენარის, სიუჟეტის შეთანხმება და შემდეგ წარმოება სცენარის მიხედვით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს თანხის გამოკლებით.
სატენდერო განცხადებას დანართების სახით თან ერთვის:
** ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოს შესრულების ვადა (დანართი N1)
** მონაცემები კომპანიის/ფიზიკური პირის შესახებ (დანართი N2)
დანართები შეგიძლიათ იხილოთ აქ: Tbilisi_Human_Rights_House_Tender_on_Videos
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
** ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოს შესრულების ვადა (დანართი N1).
** კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში დამზადებული ანალოგიური პროდუქტების შესახებ ინფორმაცია – ინტერნეტში განთავსებული ლინკების მითითებით (დანართი N2).
ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 14 მარტის 18:00 საათისა.
ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ “სატენდერო წინადადება”.
სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
** პროდუქტის ხარისხი და ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
** პროდუქტის შექმნის ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]