თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს ტენდერს ავტომობილის შესყიდვაზე.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. შესაძენი ავტომობილის მაქსიმალური თანხა 9.000 აშშ დოლარი.
ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** ავტომობილის გამოშვების წელი: არანაკლებ 2012;
** საჭე: მარცხენა
** დასაჯდომი ადგილების რაოდენობა: 5
** კარები: 4/5
** ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2.0 ლ – არაუმეტეს 2.5 ლ;
** ცილინდრების რაოდენობა: არანაკლებ 4 – არაუმეტეს 6;
** სიმძლავრე ცხ.ძ: არანაკლებ 120;
** ამძრაობა: უპირატესობა მიენიჭება სრული 4X4 ან მულტი შერჩევით;
** საწვავის ავზი: არანაკლებ 40 ლიტრი;
** საწვავის სახეობა: ბენზინი / ჰიბრიდი;
** გადაცემათა კოლოფი: ტიპტრონიკი, ვარიატორი ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი არანაკლებ 5 საფეხურიანი;
** საწვავის მოხმარება ქალაქში: არაუმეტეს 12 ლიტრი;
ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს:
** ალუმინის დისკებით და სათადარიგო საბურავით, ასევე საბურავის გამოცვლისთვის საჭირო ყველა ნივთით;
** მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშით/ბალიშებით;
** ABS სისტემით;
** უკანა ხედვის ან უკანა პარკირების სისტემით;
** ცენტრალური საკეტით;
** კონდენციონერით;
** წინა და უკანა ელექტრო მინებით;
** აუდიო რადიო სისტემით;
** წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით;
** საჭის გამაძლიერებელით;
წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, განმცხადებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე.
განმცხადებელმა არაუგვიანეს 2020 წლის 28 ივნისისა, ელექტრონული ფოსტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
** მფლობელის რეკვიზიტები – გთხოვთ, შეავსოთ ფორმა N1;
** ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ – გთხოვთ, შეავსოთ ფორმა N2
** ავტომობილის ფოტოები
** ტექდათვალიერების ოქმი
** ტექ. პასპორტი
გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შემსყიდველი შეარჩევს ავტომანქანას, მისი ღირებულებისა და პროდუქტის ხარისხის/მდგომარეობის გათვალისწინებით.
საკონტაქტო პირი: გიორგი ელბაქიძე
ტელეფონის ნომერი: 558 300 333