თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” (HRHT) აცხადებს კონკურსს მკვლევრის პოზიციაზე საქართველოში მცხოვრები უცხოელი უფლებადამცველების შესახებ თემატური ანგარიშის მოსამზადებლად. 

თემატური ანგარიშის მიზანი

თემატური ანგარიშის მიზანია პირველადი საჭიროებების თუ გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება.

შერჩეული მკვლევარი შეისწავლის სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს, შეხვდება მათ წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორმატში (ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ა.შ.) და დააიდენტიფიცირებს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.


სამუშაოს აღწერილობა

** დამკვეთ ორგანიზაციასთან კონსულტაციით კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება
** სამაგიდო კვლევის წარმოება რელევანტური მასალების გასაანალიზებლად (კვლევები, მოხსენებები და ა.შ.)
** კითხვარების შექმნა ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუებისთვის
** შესაბამის რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩატარება
** საჭიროების მიხედვით, ფოკუს-ჯგუფების ორგანიზება და შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზება
**

შედეგები:

** თემატური ანგარიში (დაახლოებით 10-15 გვ.)
** თემატური ანგარიშის პრეზენტაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სოციალურ მეცნიერებებში, სამართალსა ან შესაბამის სფეროში.
** თვისებრივი კვლევის წარმოების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** უფლებადამცველებთან/არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

ხანგრძლივობა:

კონსულტაციის სავარაუდო პერიოდია: 2022 წლის ნოემბერი – 2023 წლის თებერვალი (დაახლოებით 20 დღე)

განსაზღვრული ანაზღაურება: 1500 აშშ დოლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ლოჯისტიკა:

საველე სამუშაოების ხარჯები (დღიური ანაზღაურება, მგზავრობა,) არ შედის ანაზღაურებაში და დამატებით იქნება გათვალისწინებული.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა პირებმა 16 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV), სამოტივაციო წერილი და ერთი რეკომენდატორის ვინაობა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ: უცხოელი უფლებადამცველების შესახებ თემატური ანგარიში)

ორგანიზაციის შესახებ

თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას (“ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “უფლებები საქართველო”, “მედიის ინსტიტუტი”, “საფარი” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”). თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.