მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბაია პატარაია (საფარის დირექტორი) „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს (თბილისის სახლი) გამგეობის თავმჯდომარე იქნება.აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გაწეული საქმიანობისთვის ნათია კაციტაძეს (კონსტიტუციის 42-ე მუხლის დირექტორი), რომელიც გამგეობის თავჯდომარის თანამდებობას მანამდე იკავებდა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად 5 სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. სახლის თავმჯდომარის პოზიციას როტაციის პრინციპის საფუძველზე თბილისის სახლის გამგეობაში წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები იკავებენ.