DOCA-ს კინოკლუბი ახალი პროგრამით, 4 მარტიდან ბრუნდება.
თემატური პროგრამის სახელწოდებაა ‘’გაფურჩქნა“. სხვადასხვა წლების დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები შინაარსებიდან და ფორმებიდან გათავისუფლებაზე, სიყვარულზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე, ემანსიპაციაზე მოგვიყვებიან.
დეტალური და განახლებადი პროგრამა იხილეთ აქ ► www.doca.ge/filmclub
კინოჩვენებები ყოველ ორშაბათს, კინოთეატრ ,,ამირანში“ შედგება. კინოდარბაზი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის.
თბილისის სახლი DOCA · Documentary Association Georgia-ს კინოკლუბის პარტნიორია. პარტნიორობა პროექტ “Free ArtExpress”-ის ნაწილია, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.