თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციამ, ,,მედიის ინსტიტუტმა”, პროექტის ,,COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” საანგარიშო პერიოდში 2 ანგარიში მოამზადა.
ორგანიზაცია 2020 წლის 15 ოქტომბრიდან, 2021 წლის აპრილის ჩათვლით, საპარლამენტო არჩევნების მედია მონიტორინგს ახორციელებდა. პროექტის განმავლობაში ,,მედიის ინსტიტუტი” 20 მედიასაშუალებას დააკვირდა.
,,მედიის ინსტიტუტის” პროექტი ,,პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებების მონიტორინგი საარჩევნო დისკურსში” მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში, ანტიდასავლური პროპაგანდისტული გზავნილების, კორონავირუსთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გამოვლენას, ასევე პროპაგანდის ტექნიკების ანალიზის გამოყენებით, მათ კლასიფიკაციასა და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირებას.
მონიტორინგის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკოსთა მხრიდან, წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში, ზემოაღნიშნული ტექნიკების გამოყენებისა და მათ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის დანაწესის დაცვაზე.
შუალედური და საბოლოო ანგარიშები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე:
წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო გარემოს მედიამონიტორინგი – შუალედური ანგარიში (GEO)
წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო გარემოს მედიამონიტორინგი – საბოლოო ანგარიში (GEO)
Monitoring of the Pre and Post-Election Environment – Interim Report (ENG)
Monitoring of the Pre and Post-Election Environment – Final Report (ENG)
პროექტს “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ფრანგულ ორგანიზაცია ERIM-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა და COVID19-ით გამოწვეული უშუალო და გრძელვადიანი ზიანის შემსუბუქება.