“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს ქალ უფლებადამცველებს სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების და იმ ადამიანების აღმოჩენასა და გაძლიერებას, ვინც ქალთა უფლებებს იცავენ ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ქალი უფლებადამცველებისთვის გამოიყოფა ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტები საერთაშორისო, რეგიონალურ ან ადგილობრივ ფორუმზე დასასწრებად. ანაზღაურდება ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ღონისძიებაში მონაწილეობასთან (მგზავრობა, განთავსება და/ან რეგისტრაცია ღონისძიებაზე). გრანტები გამიზნულია მხოლოდ იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც ეძღვნება ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვას.
კონკრეტულად, შესაძლებელია დაფინანსდეს:
** საერთაშორისო ღონისძიება – მაგ. ქალთა საერთაშორისო ფორუმი; ქალი ლიდერების კონფერენცია და ა.შ.
** რეგიონალური და ადგილობრივი ღონისძიებები – მაგ. ევრაზიის ქალთა უფლებების ფორუმი.
** გრანტის მოცულობა განისაზღვრება ღონისძიების ადგილით და სამოგზაურო ხარჯების გათვალისწინებით.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
** ქალთა/გოგონათა უფლებების დამცველ აქტივისტებს
** აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უფლებადაცვითი საქმიანობის ან/და აქტივიზმის გამოცდილება
** აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შერჩეულ ღონისძიებაზე (საერთაშორისო, რეგიონალურ ან ეროვნულ) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწვევა და ა.შ.) და დაასაბუთოს სამოტივაციო წერილში, რატომ იქნება მისთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი ამ ღონისძიებაზე დასწრება.
** პრიორიტეტი მიენიჭებათ რეგიონებში მცხოვრებ აპლიკანტებს
** აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
განაცხადის შემოტანა: დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ დოკუმენტები არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრისა, 18:00 (საქართველოს დრო) ელ-ფოსტაზე: [email protected].
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული აქტივობისთვის პროექტის ფარლგებში გამოყოფილი ბიუჯეტი შეიძლება მითითებულ ვადამდე ამოიწუროს.
კონკურსანტის მიერ შერჩეული ღონისძიება/ფორუმი/კონფერენცია უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბერისა.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის ასლი
** ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV), ქართულად ან ინგლისურად
** სამოტივაციო წერილი, ქართულად ან ინგლისურად
** საერთაშორისო ფორუმზე ან კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების დასტური (მოწვევა).
გთხოვთ, ელ-ფოსტის გამოგზავნინსას, შესაბამის გრაფაში მიუთითოთ “სამოგზაურო გრანტები”.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: შერჩეული აპლიკანტები პროექტის ფარლგებში შემუშავებული პლატფორმისთვის (https://womenplatform.net/) მოამზადებენ მოკლე მიმოხილვით სტატიას ქართულ ან ინგლისურ ენაზე იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც დაესწრებიან.
საკონტაქტო პირები:
ელენე ჯანელიძე [email protected]
ნათია თავბერიძე [email protected]
ტელ.: +995 2 38 20 18