ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს აპლიკაციების მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე

გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

პროგრამის ენა: ქართული

განაცხადები მიიღება 2024 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საგანმანათლებლო ლექციებსა და შეხვედრებს. ამასთან, პროგრამა მოიცავს ისეთ კურსებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უფლებადამცველებისთვის, რათა იყვნენ მეტად ინფორმირებული საკუთარი ფიზიკური, ციფრული თუ ფსიქო-სოციალური უსაფრთხოების შესახებ.  გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, პროგრამა შექმნის უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო სივრცეს კომუნიკაციის, გამოცდილებების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობისთვის.

პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ლექციებსა და შეხვედრებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • კომუნიკაციები და ცნობადობის ამაღლების კამპანიები
  • ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება
  • სტრესის მართვა და გადაწვის საწინააღმდეგო ტექნიკები

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?

კურსი საინტერესო იქნება იმ უფლებადამცველებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა სურთ აიმაღლონ ცოდნა და უნარები თეორიულ დონეზე, რაც საშუალებას მისცემს მათ სისტემურად დანერგონ  ცვლილებები თავიანთ ორგანიზაციებში, მართონ  და განახორციელონ პროექტები ახალი ხედვითა და უნარებით.

აქედან გამომდინარე, პროგრამა განკუთვნილია:

  • უფლებადამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

ან

  • უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის, არარეგისტრირებული ინიციატივებისთვის (ორგანიზაციიდან ჩართული ადამიანების მაქსიმალური რაოდენობაა 2 ადამიანი), რომლებსაც აქვთ სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

როგორ დავრეგისტრირდე?

პროგრამაზე რეგისტრაცია მარტივად, აი ამ ფორმის შევსებით შეგიძლიათ: განცხადება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ აპლიკაციების მიხედვით შერჩეული მონაწილეები შეძლებენ.

ვინ არის უფლებადამცველი?

გაეროს 1998 წლის „უფლებადამცელების შესახებ დეკლარაციის“ მიხედვით, უფლებადამცველად მოვიაზრებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, სხვადასხვა სახის მშვიდობიანი აქტივობებით იბრძვიან უფლებადარღვევების წინააღმდეგ. აღნიშნული დეკლარაცია „უფლებადაცვით საქმიანობად“ მოიაზრებს ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, პროფესიას თუ სფეროს – რომელშიც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, გაერთიანება თუ ასოციაცია მუშაობს ადამიანის უფლებების დასაცავად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ

პროგრამა არ განიხილავს განაცხადებს რელიგიური, პოლიტიკური ორგანიზაციებისგან, ან მათი წარმომადგენლებისგან.

აპლიკაციების წარსადგენად წახალისებული არიან თბილისს გარეთ დაფუძნებულ ორგანიზაციები და უფლებადამცველები.

პროგრამის მნიშვნელოვანი თარიღები:

  • ერთი გაცნობითი შეხვედრა ფიზიკურ ფორმატში:  სავარაუდო თარიღი – 15 მარტი, 2024 
  • ონლაინ ლექციების პერიოდი: მარტი, აპრილი, 2024 (ჯგუფის შედგენის შემდეგ, ტრენერებთან შეთანხმებით, ჩაინიშნება კონკრეტული თარიღები)
  • შემაჯამებელი გასვლითი სესია ფიზიკურ ფორმატში (მაქსიმუმ 3 დღე) – სავარაუდო პერიოდი – 26-30 აპრილი

ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ

ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი – არის უფლებადაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით, სახლის წევრების მიერ დაფუძნდა. სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „უფლებები საქართველო“, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“.

თბილისის სახლი არის ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის წევრი, 2018 წელს ადამიანის უფლებათა სახლი „ევროპის კავშირის დროებითი რელოკაციის პლატფორმის“ წევრი გახდა (European Union Temporary Relocation Platform).

ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები:

პროექტის შესახებ

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა უფლებადამცველების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში,  „National Endowment of Democracy“ – ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის შინაარსსა და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა სახლი.

პროგრამის მიმართულებების დეტალური აღწერისა და პროგრამის ექსპერტების შესახებ ინფორმაციის სანახავად, დააჭირეთ ბმულს