ანონსი

14 აგვისტო, 2021. 11:00 საათი 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, აკ.გახოკიძის 11ა

 14 აგვისტოს, 11:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრესკონფერენციას გამართავს.

13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა[1], რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ. დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევიდა. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის რეგულარუად გაცვალონ ინფორმაცია.

ერთ წელიწადზე მეტია, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს არალეგიტიმურად შეჯამებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ფართომასშტაბიანი კოორდინირებული და უწყვეტი შეტევა მოჰყვა მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ. დღევანდელი მდგომარეობით ბელარუსში 631 ადამიანია მიჩნეული პოლიტიკური პატიმრად.

2021 წლის 23 მაისის შემდეგ, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ სამგზავრო თვითმფრინავს მინსკისკენ შეაცვლევინა გეზი და ჟურნალისტი დააკავა, საჰაერო სივრცეში დაწესებული სანქციების გამო, საქართველო იმ მცირე ქვეყნებს შორის დარჩა, სადაც ბელარუსიდან დევნილებს გამომგზავრება და თავის შეფარება შეუძლიათ.

პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება იმ საფრთხეებზე, რაც აღნიშნული შეთანხმების გამოყენების შემთხევაში შესაძლოა შეექმნათ  საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, ასევე გაჟღერდება მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, საქართველოს კანონმდებლობა და არ დაუშვას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

პრესკონფერენციას ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე, ბაია პატარაია, ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში გამართავს.

[1] შეთანხმების დოკუმენტი გამოქვეყნდა ვებსაიტზე: parvo.by

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტი არ იძებნება.