„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ უფლებადამცველების დაცვის პროგრამის ფარგლებში, ქართველ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, ჩვენი წევრი ორგანიზაციების ჩართულობით, სთავაზობს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, გადაწვის საწინააღმდეგო აქტივობებსა და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.
თუ ხართ უფლებადამცველი და გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: bit.ly/2ZAmqgw
თბილისის სახლი მუდმივ მონიტორინგს უწევს საქართველოში უფლებადამცველებისა და აქტივისტების მდგომარეობას, ახდენს უფლებადარღვევების დოკუმენტირებას. თუ გაქვთ ინფორმაცია უფლებადამცველის/აქტივისტის მიმართ უფლებადარღვევის, ზეწოლის ან მუქარის შესახებ, ან თავად ხართ მსხვერპლი, შეგვეტყობინეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.
მოგვმართეთ დაცვის პროგრამის სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით:
ელ-ფოსტა: [email protected]
Whatsapp, Signal, Telegram:
+9955 95 09 19 44
+995 91 25 43 26