პროექტის შესახებ:

IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან“ პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“  – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა“, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდეაბა. დაგეგმილი „აკადემია ლიდერებისთვის“ თბილისში „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.

„აკადემია ლიდერებისთვის“

საქართველოში დაგეგმილი მესამე „აკადემია ლიდერებისთვის“ შემდეგ თემატიკას მოიცავს: არაკომერციული და სოციალური მარკეტინგი უფლებადამცველებისთვის. ტრენინგი ჩატარდება თბილისში 2019 წლის 29-31 ოქტომბერს

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც:

  • იცავენ ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი ქალების/გოგონების უფლებებს
  • აქვთ პოტენციალი იყვნენ/გახდნენ უფლებადამცველი ლიდერები

ლგბტიქ+ ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები წახალისებული არიან მონაწილეობის მისაღებად.

აკადემიის ორგანიზატორები დაფარავენ რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების სასტუმროში განთავსების და მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადის შემოტანა:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ დოკუმენტები ელ-ფოსტაზე: [email protected] და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 23 ოქტომბრის 23:59 საათისა (საქართველოს დრო). დაგეგმილი „აკადემია ლიდერებისთვის“ იწვევს ასევე იმ პირებსაც, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა პირველ  (2018 წლის სექტემბერი) და მეორე (2019 წლის მარტი) აკადემიაში.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV), ქართულად ან ინგლისურად (გთხოვთ, ელ-ფოსტის შესაბამის გრაფაში მიუთითოთ: „აკადემია ლიდერებისთვის“)
  • შევსებული აპლიკაცია ქართულად:

https://goo.gl/forms/scWDqwv0YgqC88I43

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო პირი:

ელენე ჯანელიძე

E-mail: [email protected]

Mob.: (+995) 599 68 71 11