დაუშვებელია კულტურული და სახელოვნებო სექტორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მათი დისკრედიტაცია. „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“

ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟისორ სალომე ჯაშს, მის კოლეგებს და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოკრატიული, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში. საგანგაშოა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კულტურული სექტორის წარმომადგენელთა დისკრედიტაცია და მათი შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

რამდენიმე დღის წინ, კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაციის პროცესი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის კინოცენტრის თანამშრომლებისთვის, ბუნდოვანია. ის არ ითვალისწინებს სფეროს წარმომადგენლების, კინოცენტრის თანაშრომლების ჩართულობას და არ ეფუძნება დისკუსიის, საჭიროებების კვლევის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს. კინოცენტრის თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ რეორგანიზაციის პროცესს, რომელიც უკვე შეიცვავს შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს. 19 ივნისს,  მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რეჟისორის – სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერება“ – დისკრედიტაცია მოახდინა, მისი თქმით, მსგავსი „სამარცხვინო“ ფილმების გადაღება „არ შეიძლება“. აღნიშნული განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კინოს ცენზურის და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საფრთხეებს შეიცავს.

გარდა ამისა, კინოცენტრის თანამშრომლები ითხოვენ დირექტორის დანიშვნის წესის ცვლილებას – მოქმედი კანონმდებლობით, კულტურის სამინისტრო პირდაპირი წესით ნიშნავს კინოცენტრის დირექტორს. აღნიშნული რეგულაცია პრობლემურია, რადგან დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნა თავისთავად შეიცვავს კინოცენტრის დამოუკიდებლობის და სფეროში შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ეწინააღმდეგება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე კინოცენტრისთვის ამავე კანონით (მუხლი 8 (1)) დადგენილ სამართლებრივ სტატუსს, რომლის მიხედვითაც  ის თავის საქმიანობას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.

სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი რიტორიკა, კულტურის სექტორის შეზღუდვა თუ მათზე თავდასხმა პირველად არ ხდება. ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმები, ,,ქართული ფილმის“ გამოძიებით დაშინება, სხვადასხვა თანამდებობებზე პოლიტიკასთან აფილირებული პირების დანიშვნა,თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე, სამხატვრო გალერეაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, არც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ცენზურის შემთხვევაა პირველი, 2022 წელს, საქართველოს კინოაკადემიის მიერ ფილმის ჩვენება აიკრძალა.  

საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგანაღნიშნავს ევროპის საბჭოს მანიფესტი – ,,ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიც იცავს, რომელიც პროგრესული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი აქტია, სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს კანონმდებლობა. 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება;
  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში, მანამ, სანამ არ შემუშავდება პროცედურული დოკუმენტი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული კინოცენტრის თანამშრომლები და სფეროს წარმომადგენლები;
  • უზრუნველყოს კინოს სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობა შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან. სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია კინოცენტრის დირექტორის ერთპიროვნული წესით დანიშვნა. აღნიშნული რეგულაციის პირობებში კი შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი.
  • შეწყდეს კონკრეტულ ხელოვანებსა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათი დისკრედიტაცია!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

უფლებები საქართველო

საფარი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი

მედიის ინსტიტუტი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ევროპული პერსპექტივა

გურიის სამოქალაქო ცენტრი

სასამართლოს გუშაგი

თანასწორობის მოძრაობა

თბილისი პრაიდი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR

Human Rights House Foundation

Southern Africa Human Rights Defenders Network (SouthernDefenders)

Réseau de Défenseurs des Droits Humains de l’Afrique Centrale (REDHAC) 

Collective Campaign for Peace (COCAP)

International Partnership for Human Rights (IPHR)

Truth Hounds

PEN America

The Human Rights Vector

Women’s Association for Rational Development (WARD)

Legal Education Society

Centre for Peace Studies

Human Rights Centre ZMINA

Human Rights House Banjaluka – Bosnia and Herzegovina

International Artists Right Advisors (IARA)

Pan African Human Rights Defenders Network

Human Rights House Yerevan

Educational Human Rights House—Chernihiv

ЦГП Альменда підтримує

Index on Censorship

PEN Belarus

Human Rights House Crimea

Mental Health and Human Rights Info

The Belgrade Centre for Human Rights 

The Helsinki Foundation for Human Rights (Poland)

Lawyers’ Committee for Human Rights

Barys Zvozskau Belarusian Human Rights House 

PEN Armenia 

International Media Support (IMS)