“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” იწვევს უფლებადამცველებს გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის შესახებ:
IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების და იმ ადამიანების აღმოჩენასა და გაძლიერებას, ვინც ქალთა უფლებებს იცავენ ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი უფლებადამცველებისთვის, ან უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ქალების/გოგონების უფლებებს იცავენ.
ტრენინგის შესახებ:
გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი საქართველოში ჩატარდება უფლებადამცველებისთვის, რომლებიც იცავენ ქალებისა და გოგონების უფლებებს და მათი საქმიანობიდან გამომდინარე განიცდიან ზეწოლასა (მათ შორის ფსიქოლოგიურს) და სტრესს. ტრენინგის მიზანია უფლებადამცველების განტვირთვა, მათი მხარდაჭერა, რათა მოახერხონ ენერგიის განახლება, გაძლიერება და საქმიანობის გაგრძელება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- უფლებადამცველ ქალებს ან/და უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, რომლებიც იცავენ ქალების და გოგონების უფლებებს;
- სჭირდებათ გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი მათი უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე;
- არიან საქართველოს მოქალაქეები და ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.
განაცხადის შემოტანა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ქართულად არაუგვიანეს 3 დეკემბრის 18:00 საათისა (საქართველოს დრო). განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიყევით შემდეგ ბმულს: https://goo.gl/forms/TrDXgliAjvYsdMYj2.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.
ზოგადი ინფორმაცია:
ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 12-14 დეკემბრის პერიოდში (2 დღე), საქართველოში. ტრენინგის, ასევე ადგილამდე ტრანსპორტირებისა და იქ განთავსების ხარჯები დაფარული იქნება პროექტის ფარგლებში.