ჩვენი გუნდის წევრი ხომ არ გახდები?

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეძებს კომუნიკაციების ოფიცერს!

ვეძებთ მოტივირებულ, უფლებადაცვით სფეროში საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც ფლობს სოციალური მედიის პლატფორმების, ვებსაიტის მართვის, კონტენტის დამუშავების, copywriting უნარებს, დიზაინის საფუძვლებს ასევე აქვს ძალიან კარგი წერითი უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Twitter) და ორგანიზაციის ვებსაიტის ყოველდღიური მენეჯმენტი;
  • ორგანიზაციის აქტივობების შესახებ სხვადასხვა ტიპის სტატიების/განცხადებების დარედაქტირება, სოციალურ პლატფორმებზე, ვებსაიტზე გამოქვეყნება;
  • ორგანიზაციის აქტივობების და ბენეფიციარების შესახებ საინფორმაციო მასალების და მარტივი მულტიმედიური პროდუქტების მომზადება;
  • ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა, პოზიციის შესაბამისი აქტივობის განხორციელება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უფლებადაცვით სფეროში/ორგანიზაციაში მუშაობის მოტივაცია
  • ვიდეოედითინგის და დიზაინის საფუძვლების ცოდნა / საბაზისო უნარების ფლობა
  • სოციალური მედიის და ინფორმირების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა/ გამოყენება;
  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვის უნარი;
  • ვებსაიტის მართვის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

დატვირთულობა: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათამდე)

ყოველთვიური ანაზღაურება:  765 ევროს ექვივალენტი ლარში (დარიცხული ხელფასი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ მაქსიმუმ 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ქართულად, რომელიც აღწერს, თუ რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა და თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@hrht.ge

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (ან მიუთითოთ ელექტრონული მისამართი) თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედიური ან ნებისმიერი სხვა პროდუქცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ უნარებს;

გთხოვთ, ელექტრონული ველის გრაფაში მიუთითოთ: „კომუნიკაციების ოფიცერი – ვაკანსია“.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 21:00 (თბილისის დრო).

The position is announced within the framework of the EU-funded project “Civil Society resilience and sustainability”. The project is funded by the European Union and implemented by IREX Europe in cooperation with Human Rights House Tbilisi.

 

Facebook Comments