ფაქტები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის მოქალაქე, საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია. 1999 წლიდან ის აზერბაიჯანში აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

ჟურნალისტური საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გამო, მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გამხდარა უკანონო დაკავების, მუქარის, თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. შედეგად, 2015 წლის იანვარში, აფგანი თავის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაევასთან (ასევე თავისუფალი ჟურნალისტი) და მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აფგანი და მისი მეუღლე კვლევ აგრძელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას.

ფაქტები აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმიდან  

  • აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე გაუჩინარდა;
  • როგორც მისი მეგობარი, დაშგინ აღალარლი იხსენებს, ისინი ერთმანეთს დაახლოებით 19:00 საათზე დაშორდნენ, მანამდე კი თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში იმყოფებოდნენ;
  • აფგანმა დაურეკა მეუღლეს, ლეილა მუსტაფაიევას, და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ, ის აღარ გამოჩენილა;
  • 30 მაისს, დილით, ლეილა მუსტაფაიევა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) წევრი-ორგანიზაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტის მხარდაჭერით პოლიციას მიმართავს;
  • 30 მაისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი საგანგებოპრეს-კონფერენციას მართავს აფგანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით;

  • საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს;
  • 30 მაისს, საღამოს, ლეილა მუსტაფაიევას აზერბაიჯანელმა მეგობრები აცნობებენ, რომ აფგანი ბაქოში იყო დაკავებული, რაც მოგვიანებით დასტურდება;
  • საქმეზე მომუშავე იურისტისთვის და აფგანის მეუღლისთვის უკვე ცნობილი ხდება აფგანის აზერბაიჯანელი ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
  • აფგან მუხთარლის ჩვენების მიხედვით, ის თბილისიდან, საკუთარ სახლთან ახლოს (ნიაღვრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) ძალის გამოყენებით სვამენ მანქანაში და იტაცებენ. აფგანის თქმით, გამტაცებლებს პოლიციის ფორმა ეცვათ და ისინი ქართულად საუბრობდნენ.
  • მანქანა თბილისის აეროპორტის მიმართულებით მოძრაობს, ამის შემდეგ აფგანს თავზე ტომარას აცმევენ.
  • მოგვიანებით აფგანს ტომარას ხსნიას და თვალებს წებოვანი ლენტით ე.წ. „სკოჩით“ უკრავენ.
  • როგორც აფგანი იხსენებს, მანქანა ორჯერ იცვლიან, ბოლოს გამოცვლილ მანქანაში გამტაცებლები უკვე აზერბაიჯანულად საუბრობენ.
  • აფგანი შენობაში შეჰყავთ, თვალების ახელვის შემდეგ აფგანი ადგენს, რომ ის აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის შენობაშია. მას აკავებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, იქვე უდებენ ჯიბეში 10000 ევროს.
  • 30 მაისს, საღამოს აფგან მუხთარლი გადაყავთ ბაქოს ხატაის პოლიციის განყოფილებაში. ამ დრომდე აფგანს არ აქვს უფლება დაეკონტაქტოს ნაცნობებს და არ ჰყავს ადვოკატი.
  • 31 მაისს აფგან მუხთარლის წარედგინა ბრალდება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის, საზღვარზე ფულის გადატანის და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. იმავე დღეს, ბაქოს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით აფგან მუხთარლის 3 თვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებს.
  • 31 მაისს აზერბაიჯანის პროკურატურა აცხადებს, რომ აფგან მუხთარლი 29 მაისს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე, ბალაკანის რაიონში, საზღვრის უკანონოდ კვეთის დროს დააკავეს. აღნიშნული რაიონი ლაგოდეხს ესაზღვრება. პროკურატურის მტკიცებით, დაპატიმრებისას, ჟურნალისტმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, თან კი 10000 ევროს ოდენობის თანხა ჰქონდა.
  • 1-ლ ივნისს საქმეზე მომუშავე იურისტი ძველი თბილისის პოლიციას სთხოვს სისხლის სამართლის საქმის გაცნობას და ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას.
  • იურისტს მხოლოდ 13 ივნისს მიეცა საშუალება გაცნობოდა საქმის მასალებს, საიდანაც დგინდება, რომ გამოძიება მიმდინარეობს და აგროვებს მოწმეთა ჩვენებებს (დაახლოებით 200-მდე მოწმე), რომლებმაც არაფერი იციან საქმის შესახებ.
  • 13 ივნისს საქმის გაცნობისას ვერ მოხერხდა ამოღებული ვიდეო-მასალის ნახვა იურისტის მიერ შესაბამისი გამშვები პროგრამის ტექნიკური ხარვეზის გამო.
  • 16 ივნისს იურისტისთვის და აფგანის მეუღლისთვის შესაძლებელი გახდა მხოლოდ რამდენიმე ვიდეო-ჩანაწერის ნახვა, სადაც აფგანის სამარშუტო ტაქსში ჩაჯდომის მომენტია ასახული.
  • ამავე ვიდეო-მასალაში იურისტი და აფგანის მეუღლე შენიშნავენ საეჭვო პიროვნებას, რომელიც აფგანს აკვირდება, ხოლო როგორც კი ის სამარშუტო ტაქსიში ადის, მიდის. მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა, ამ დრომდე არ მომხდარა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება.
  • აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ მომხდარა სხვა ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ასახული ჩანაწერების იურისტისა და აფგანის მეუღლისთვის გაცნობა.
  • 2 ივნისს HRHT და მისი წევრი-ორგანიზაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართვს, ითხოვს დროებითი ღონისძიების გამოყენებას (რეგლამენტის 39-ე მუხლი) და აზერბაიჯანის მხარისთვის აფგანის პატიმრობიდან გათავისუფლების ვალდებულების დაკისრებას.
  • 7 ივლისს ევროსასამართლომ დროებით ღონისძიებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და აზერბაიჯანულ მხარეს მოსთხოვა აფგანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • 5 ივნისს HRHT წევრი-ორგანიზაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, იურისტი ითხოვს, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, აღნიშნული მოთხოვნა 20 ივლისს დაკმაყოფილდა.
  • 13 ივნისს კი იურისტი ითხოვს, რომ აფგანს და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს;
  • დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ამ დრომდე არ მომხდარა.
  • 19 ივლისს HRHT და მისი წევრი-ორგანიზაცია 42-ე მუხლმა, აფგანის აზერბაიჯანელ იურისტებთან ერთად ევროსასამართლოში განაცხადo წარადგინა: აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაიევა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.HRHT და მისი წევრიორგანიზაცია, კონსტიტუციის 42- მუხლი, აგრძელებს აფგან მუხთარლის საქმის მხარდაჭერას როგორც საქართველოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან:

Facebook Comments