ტენდერი ავტომობილის შეძენაზე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს ტენდერს ავტომობილის შესყიდვაზე.

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. შესაძენი ავტომობილის მაქსიმალური თანხა 9.000 აშშ დოლარი.

ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ავტომობილის გამოშვების წელი: არანაკლებ 2012;
** საჭე: მარცხენა
** დასაჯდომი ადგილების რაოდენობა: 5
** კარები: 4/5
** ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2.0 ლ – არაუმეტეს 2.5 ლ;
** ცილინდრების რაოდენობა: არანაკლებ 4 – არაუმეტეს 6;
** სიმძლავრე ცხ.ძ: არანაკლებ 120;
** ამძრაობა: უპირატესობა მიენიჭება სრული 4X4 ან მულტი შერჩევით;
** საწვავის ავზი: არანაკლებ 40 ლიტრი;
** საწვავის სახეობა: ბენზინი / ჰიბრიდი;
** გადაცემათა კოლოფი: ტიპტრონიკი, ვარიატორი ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი არანაკლებ 5 საფეხურიანი;
** საწვავის მოხმარება ქალაქში: არაუმეტეს 12 ლიტრი;

ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს:

** ალუმინის დისკებით და სათადარიგო საბურავით, ასევე საბურავის გამოცვლისთვის საჭირო ყველა ნივთით;
** მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშით/ბალიშებით;
** ABS სისტემით;
** უკანა ხედვის ან უკანა პარკირების სისტემით;
** ცენტრალური საკეტით;
** კონდენციონერით;
** წინა და უკანა ელექტრო მინებით;
** აუდიო რადიო სისტემით;
** წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით;
** საჭის გამაძლიერებელით;

წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, განმცხადებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე.

განმცხადებელმა არაუგვიანეს 2020 წლის 28 ივნისისა, ელექტრონული ფოსტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** მფლობელის რეკვიზიტები – გთხოვთ, შეავსოთ ფორმა N1;
** ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ – გთხოვთ, შეავსოთ ფორმა N2
** ავტომობილის ფოტოები
** ტექდათვალიერების ოქმი
** ტექ. პასპორტი

გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: tbilisi@humanrightshouse.org წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შემსყიდველი შეარჩევს ავტომანქანას, მისი ღირებულებისა და პროდუქტის ხარისხის/მდგომარეობის გათვალისწინებით.

საკონტაქტო პირი: გიორგი ელბაქიძე
ტელეფონის ნომერი: 558 300 333

Facebook Comments