სატენდერო განაცხადი: ვიდეო-სამეთვალყურეო უსაფრთხოების და დაშვების სისტემების ჩანაცვლება/მონტაჟის მომსახურების შესყიდვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო უსაფრთხოებისა და დაშვების სისტემების ჩანაცვლება/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერა:

გამარჯვებულმა კანდიდატმა უნდა მოახდინოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისსა და გარე პერიმეტრზე უკვე არსებული უსაფრთხოების კამერების და უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟი და დაამონტაჟოს  ვიდეო-სამეთვალყურეო უსაფრთხოების და დაშვების ახალი სისტემა;

  • შესრულებლ სამუშაოსა და გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებზე უნდა გავრცელდეს გარანტია და გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში შეცვლა/შეკეთება უნდა მოხდეს შემსრულებლის ხარჯით;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის უპირატესობა მიენიჭებათ მათ ვინც საგარანტიო მომსახურების პირობებში ექნებათ დაზიანების შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალური დრო და უსაფრთხოების აპარატურაზე შემოგვთავაზებს საუკეთესო საგარანტიო პერიოდს და პირობებს;
  • განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა.
  • წარმოდგენილი შემოთავაზების ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

გამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად გაიწერება ყველა პირობა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი, რომელშიც საორიენტაციოდ აღწერილია ინვენტარისა და გამოსაყენებელი მასალის საჭირო რაოდენობები.

დაინტერესების შემთხვევაში განმცხადებელმა, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი, არაუგვიანეს 2020 წლის 20 ოქტომბრის 18:00 საათისა (თბილისის დრო) ელექტრონული ფოსტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (იხილეთ დანართი N1).
  • ინფორმაცია მომსახურების პირობების და ფასების შესახებ (იხილეთ დანართი 2 ).

გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@hrht.ge. ელექტრონული ველის გრაფაში უნდა მიუთითოთ – „სატენდერო განაცხადი“.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შემსყიდველი შეარჩევს წინადადებას, მისი ღირებულების, პროდუქტის ხარისხის/მდგომარეობის და გარანტიის გათვალისწინებით.

შეკითხვები პროცედურულ თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან დარეკოთ ნომერზე +995 558 300 333

საკონტაქტო პირი: გიორგი ელბაქიძე

Facebook Comments