საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან

5 ივნისს “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენლები მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თბილისის სახლის წევრი-ორგანიზაციის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, მონაწილეებს გააცნო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის პრაქტიკული და პროცედურული ასპექტები. გარდა ამისა, შეხვედრაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. მონაწილეებს დაურიგდათ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის შესახებ პროექტის ფარგლებში მომზადებული ფლაერები აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე.

თბილისის სახლი წევრ ორგანიზაციებთან პარტნიორობით – „აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდასაჭერად“ პროექტის ფარგლებში ახორციელებდა იურიდიულ კონსულტაციებსა და მონიტორინგს მარნეულის რაიონის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. აღნიშნული აქტივობების ძირითადი მიზანი იყო აზერბაიჯანულ სოფლებში არსებული უფლებათა დარღვევების იდენტიფიცირება და შესაძლო გადაჭრის გზების მოძებნაში მოსახლების დახმარება.

მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის საერთო პრობლემა – ინფორმაციის ნაკლებობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის შესახებ. სწორედ ამ მიზნით, შეხვედრაზე განხილული იყო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში მონაწილეებისთვის საინტერესო საკითხები.

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროექტს წევრ ორგანიზაციებთან –ადამიანის უფლებათა ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი; “კონ

სტიტუციის 42-ემუხლი”; “საფარი” და “მედიის ინსტიტუტი” – პარტნიორობით ახორციელებს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა „მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა“.

Facebook Comments