როგორ გაუმკლავდა ,,ალიქ მედია” COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებს

,,ალიქ მედია” სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელოვანი წყაროა. მიმდინარე წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ქართულ მედიას COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევდა, ,,ალიქ მედიამ” ბლოგების კონკურსი გამართა. კონკურსის დახმარებით, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ფართო აუდიტორიისთვის პანდემიასთან დაკავშირებული პირადი ისტორიები გაეზიარებინათ. კონკურსის შედეგად, პლათფორმის ფეისბუქ გვერდზე ნახვების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. 

მკითხველებისთვის საკუთარი ისტორიების გაზიარების შესაძლებლობით, ,,ალიქ მედია” კიდევ უფრო პოპულარული გახდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-დან 36 წლამდე ასაკის, 26-მა მკითხველმა მიიღო. სამი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული ბლოგებიდან ,,ალიქ მედიას“ გუნდმა ყველაზე კითხვადი სტატიები შეარჩია.

,,ჩემი ბლოგი აღწერდა ვირუსამდე და ვირუსის შემდეგ არსებულ ვითარებას. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ბლოგი წაიკითხა და სხვებსაც გაუზიარა“ – ამბობს თათევ ხოსანიანი, კონკურსის 17 წლის გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთიდან.

,,ალიქ მედიას” აუდიტორიას, ძირითადად, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები სომხურენოვანი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში, ენობრივი ბარიერის გამო, ინფორმაციაზე წვდომის სირთულეებს აწყდება. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონებში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

COVID-19 სხვა მედია ორგანიზაციების მსგავსად, ,,ალიქ მედიისთისაც”  გამოწვევა იყო. ვირუსის გარშემო არსებული დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები კიდევ უფრო აბნევდა მოსახლეობას, რომლებიც ცდილობდნენ,  სანდო წყაროსგან მიეღოთ ინფორმაცია.  პრობლემასთან გასამკლავებლად, „ალიქ მედიას“ პროექტი ,,COVID19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ დაეხმარა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მდგრადობის შენარჩუნებაა.

2020 წლის ბოლოდან, პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის დახმარებით, ,,ალიქ მედიამ“ შეძლო აუდიტორიის გაზრდა. ამ დროის განმავლობაში, საკუთარ პლათფორმაზე გამოაქვეყნა 1600-ზე მეტი სტატია, 135 ვიდეო რეპორტაჟი და ქუჩის გამოკითხვა.

პროექტს “COVID 19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობათბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ფრანგულ ორგანიზაცია ERIM (ყოფილი IREX)-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ძირითადუ მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა და COVID 19-ით გამოწვეული უშუალო და გრძელვადიანი ზიანის შემსუბუქება. პერიოდულად გაზიარებული წარმატების ისტორიებით, გაჩვენებთ პროექტის გავლენას და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას

Facebook Comments